სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
უფალი ისე არ აკეთებს, რომ ადამიანებს საკუთარი სურვილის გარეშე სწამდეთ, რაც შეუძლებელია; არამედ ისე აკეთებს, რომ მათ მოისურვონ, რომ სწამდეთ.
ქრისტიანობაში ყველაფერი მადლითაა და არაფერია მადლის გარეშე. დაე, ყოველი ჩვენგანი ზრუნავდეს, რომ მოიხვეჭოს მადლი.
როგორც ქარწაღებული ხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა.
რაც ხომალდისთვისაა გამოცდილი ბოცმანი, იგივეა სულიწმიდა ადამიანებისათვის - სულიერი ცხოვრების ოკეანეში მოგზაურობისას, რომელიც ხიფათითაა აღსავსე.
ის ქრისტიანები, რომლებსაც სურთ, კეთილმოქმედნი იყვნენ, მაგრამ არ ცდილობენ სულიწმიდის მადლის მოხვეჭას, უდიდეს ცდომილებაში იმყოფებიან. ისინი ქვაზე თესენ, წყალზე ხნავენ, სურთ ფრთების გარეშე ფრენა, ჰაერის გარეშე კი - სუნთქვა.
მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისათვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს.
მადლი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში იგივეა, რაც ფიზიკურ ცხოვრებაში სუნთქვა. ადამიანი სუნთქვია გარეშე სხეულით მკვდარია, ქრისტიანიც მადლის გარეშე ქრისტიანი არაა (რომ. 8, 9), სულით მკვდარია (ეფ. 2, 1).