წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
წარმოიდგინე ნაპერწკალი, რომელიც ზღვაში ჩავარდა, შეძლებს კი უვნებელი გადარჩეს ან კვლავ გამოჩნდეს მასში? რაც არის ნაპერწკალი ზღვასთან მიმართებაში, იგივეა მანკიერებაც ღვთის კაცთმოყვარეობასთან მიმართებაში და ამდენიც არა, არამედ გაცილე... იხილეთ სრულად
არ წარიკვეთო სასო, იმიტომ რომ უფალი მოწყალეა; მაგრამ არ იყო უდარდელიც იმიტომ, რომ იგი მართალია.
როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც რომ დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგრძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ.
საჰაერო სივრცეში გასვლისას მრავალგზის ლოცვა გვმართებს, მრავალი კეთილი საქმე და ანგელოზთა დიდი თანადგომა გვჭირდება. თუკი უცხო ქვეყანაში ან უცხო ქალაქში მოგზაურობისას მეგზური გვჭირდება, მაშინ რაოდენ უფრო საჭიროა ჩვენთვის წინამძღოლნი... იხილეთ სრულად
მართალია, სათნოებაში განმტკიცება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ იგი ძლიერ ახარებს სინდისს და ისეთ შინაგან კმაყოფილებას ანიჭებს, რომ მისი გამოხატვა სიტყვით შეუძლებელია
მართალია, ღმერთი მოწყალეა ჩვენს მიმართ, მაგრამ იგი მოგვიხმობს და გვეუბნება: "შენც გაიღე რამე".