წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სიკვდილი ანუ გარდაცვალება მხოლოდ ამქვეყნიურ მოქმედებას და ხორციელ ცხოვრებას ამთავრებს, ანუ სპობს. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელი ცხოვრებისა სხვა უმჯობეს ცხოვრებად. კვდება მხოლოდ ჩვენი ეს მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, მაგრამ ის შინაგანი გაცოცხლებული სული სიკვდილს არ დაემონება. სიკვდილი ანუ გარდაცვალება მხოლოდ ამქვეყნიურ

ნეტარება განმზადებულია მათთვის, ვინც ამ ქვეყნად დაუცხრომლად იღწვის. სიკვდილის შემდგომ ჩვენი სული, ყოველი სოფლიური მწუხარებისა და ამაოებისაგან განთავისუფლებული, თავის თვისებებსა და შესაძლებლობებს დაუბრკოლებლად გაშლის და განავრცობს, ცხოვრებისა და მოქმედების ვრცელ ასპარეზზე გავა და ღმრთის, წყაროს ყოვლისა კეთილობისა და ნეტარებისა, თანდათან მიეახლება. ჩვენი ცნობისმოყვარე გონება შემეცნების ისეთ საგანს იპოვის, რომელიც მისთვის საუკუნო საზრდო და მისწრაფების მიზანი შეიქნება. სიხარულისა და ბედნიერების მაძიებელი ჩვენი გული ბედნიერების ისეთ წყაროს შეემთხვევა, რომლითაც დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას უკუნითი უკუნისამდე აღმოივსებს. აღდგომის შემდეგ კი ჩვენი სხეულიც სულიერი, ჰაეროვანი, მსუბუქი და უკვდავი შეიქნება, რომელიც სივრცესა და ჟამს აღარ დაექვემდებარება; ზეცად ამაღლდება, თუმცა, სახე და შედგენილობა იგივე ექნება (II, 142–145). ნეტარება განმზადებულია მათთვის, ვინც ამ

გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყეობოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხონებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სულ სხვანი ვიქნებოდით და ღმრთისაგან ვერც ჯილდოსა და ვერც სასჯელს ვეღარ მივიღებდით. გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და

აქედან იმ ქვეყანაში ჩვენ ყველა ჩვენს სულიერ თვისებას გადავიტანთ. სიკვდილი კაცს ვერ ართმევს იმას, რითაც თითოეული კაცი სხვა პირთაგან განსხვავდება. კაცი ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეს აქვე თავისივე ხელით აშენებს. ანგარი, ხარბი და შურიანი იქ ყოველგვარ ნუგეშს მოკლებული გადავა; ღმრთის, სიკეთისა და სიმართლის მოყვარეს კი ბედნიერება ელოდება – რაც უყვარდა, რაც სურდა და რასაც ეძიებდა, ყოველივე მიეცემა. აქედან იმ ქვეყანაში ჩვენ ყველა ჩვენს სულიერ

ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოვიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგინოს; მეორედ, უნდა ეცადო, განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო, მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე ან წარმატება. მას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და

პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეიძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და

მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ კაცის განმართლებისათვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი, ისე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ; ამასთანავე განგვიმარტავს, რომ ყოველი საქმე კაცისა მაშინ იქნება ნამდვილად კეთილი და განმამართლებელი კაცისა, როდესაც იგი იესო ქრისტეს ცხოველი სარწმუნოებისგან, სასოებისა და სიყვარულისგან მომდინარეობს, როდესაც კაცის გულში თვით იესო ქრისტე ცხოვრობს და მოქმედებს. მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ

მოყვასის განკითხვა და დაწუნება ყოველთვის ცოდვაა (II, 5) მოყვასის განკითხვა და დაწუნება ყოველთვის

როცა კაცი დამშვიდებული და დაწყნარებულია, როცა იგი თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და მადლობელია ღმრთისა, თუგინდ ღარიბიც იყოს და მრავალი რამეც აკლდეს, იგი ყველა მდიდარ კაცზე უფრო ბედნიერი იქნება. კაცი მხნე, შრომისმოყვარე და წმინდა სინდისის მქონე, რომელიც, ამასთანავე, ბევრს კი არ ეძიებს, არამედ მცირედითაც კმაყოფილია – უთუოდ ბედნიერი იქნება. როცა კაცი დამშვიდებული და დაწყნარებულია, იგი

ამქვეყნიური ბედნიერება – მაცხოვარი გვასწავლის, რომ პირველად ღმრთის სასუფეველი და სიმართლე უნდა ვეძებოთ და ყოველივე ის, რაც ამ ცხოვრებაში გვჭირდება – საჭმელი, სასმელი, შესამოსელი თუ სხვა რამ, ანუ ამსოფლიური ბედნიერება და კეთილდღეობა თავისით, უადვილესად შეგვეძინება. ამქვეყნიური ბედნიერება – მაცხოვარი

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1