მოიძებნა 609 ჩანაწერი
სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
8. მოულოდნელად შემთხვეული განსაცდელები განგებულებითად გვასწავლიან ჩვენ, რომ შრომისმოყვარენი ვიყოთ, და ისინი ჩვენ უნებურად სინანულისკენ წარგვმართავენ.
თემა: სინანულიავტორი: წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)
139. არანებაყოფლობით სატკივრებში ღვთის წყალობა იფარება, რადგან სინანულისკენ იზიდავს ტკივილში მყოფს და ათავისუფლებს მას საუკუნო სატანჯველისგან.
თემა: სინანულიავტორი: წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)
როგორ დავასუსტოთ ცოდვის ძალა?
ცოდვის ძალა დასუსტდება, თუ ხშირად იტყვი აღსარებას შემუსვრილი გულით. ბოროტ სულებს სინანულსა და აღსარებაში ციური ძალები ამარცხებენ.
თემა: სინანულიავტორი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის
მარხვა მისთვის განაჩინა წმიდა ეკლესიამ, რომ უადვილესად გაგვიჩნდეს გულში სინანული, ესე იგი გულის მწუხარება და ტირილი ცოდვისთვის.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი