მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
ქველმოქმედების აღსრულების შემდეგ გაიხსენე თქმული: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5).
გიხაროდეს ქველმოქმედება, როდესაც კეთილად იქცევი, მაგრამ მისით თავს ნუ აღიმაღლებ, რათა მყუდრო სავანეში არ დამარცხდე.
რა არის მთელი ჩვენი ქველმოქმედებანი თავმდაბლობის გარეშე? სხვა არაფერი, თუ არა მტვერი, რომელიც ამპარტავნების პირველივე დაბერვაზე გაიფანტება.
არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება.
როდესაც ღვთის წინაშე მოწყალების გამღებისათვის ილოცებთ, იმავდროულად თქვენი საკუთარი სულისთვისაც იღვაწებთ.
სიტყვასაც ნუ იტყვი, როდესაც ვინმეს მიმართ წყალობას გამოიჩენ; მაგრამ ჩუმად ნუ იქნები, როდესაც სხვები გიკეთებენ სიკეთეს.
აი, ნაკადული მოედინება, ბუჩქნარში იმალება და ფარული გზებით თავისი სინესტით რწყავს მცენარეებს, რომლებიც მის ნაპირებზე იზრდება. ეს არის მოკრძალებული და თავმდაბალი სული, რომელიც ფარულად ქველმოქმედებს და არ სურს, რომ ამის შესახებ მთელ... იხილეთ სრულად