განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
თუ საკუთარი ცოდვებით ვიქნებით დაკავებულნი, რათა შევიცნობდეთ ჩვენს ცოდვებსა და სულიერ დაავადებებს, საკუთარ სიღატაკეს, მაშინ აზრად არ მოგვივიდოდა მეზობლის შესახებ რაიმე შეგვეტყო. როდესაც შენი სახლი იწვის, თუ ყველაფრის ხსნას ვერ შეძლ... იხილეთ სრულად
თუ საკუთარი ცოდვების მიმართ ყურადღებიანნი ვიქნებით, მოყვასის ცოდვებს ვეღარ დავინახავთ. უგუნურებაა, საკუთარი მიცვალებულის მიტოვება და სხვისი მიცვალებულის სატირლად წასვლა.
ვინც განუწყვეტლივ ფიქრობს საკუთარ ცოდვებზე, მას არ აქვს ენა, რათა სხვა ადამიანის საქმეებზე ილაპარაკოს.
რატომ განვიკითხავთ მოყვასს? იმიტომ, რომ საკუთარი თავის შეცნობას არ ვცდილობთ. ვინც საკუთარი თავის შეცნობითაა დაკავებული, მას სხვისი ნაკლის შესამჩნევად არ სცალია.
ამბა სტრატიგის ძმამ ჰკითხა: რატომ განვიკითხავ ძმას? ბერმა უპასუხა: "იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ შეიცანი საკუთარი თავი; ვინც საკუთარ თავს ხედავს, ის ძმის ცოდვებს ვერ ამჩნევს".
ვინც საკუთარ ცოდვებს ყურადღებას არ აქცევს, მას სხვისი ცოდვების განქიქება უყვარს.
ადამიანი, რომელიც სხვებს განიკითხავს, ჰგავს სარკეს, რომელიც თავის თავში ყველას ასახავს, საკუთარ თავს კი ვერ ხედავს.
მოყვასის განკითხვის ჩვევა სულის საქმეა, რომელიც სულაც არ ზრუნავს თავის ცხონებაზე და სრულებით არ იცნობს საკუთარ თავს.