ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
ქრისტეს სიყვარულს სხვა სიყვარული ნუ განგაშორებს. ქრისტე რომ მოიპოვო, ყოველივე ნაგევად ჩათვალე. ამ ცხოვრების ჭირი მომავალ დიდებასთან შედარებით, რომელიც მებრძოლებს მიეცემათ, არაფერია (რომ. 8, 18).
ზემოთ მივმართოთ მზერა, სადაც იესო მჯდომარეა მარჯვენით ღვთისა. დაე, მას უმზერდეს ჩვენი თვალები, რადგან მარადიული და დაუსრულებელი იქ არის და არა აქ, ქვემოთ, სადაც ყოველივე მიწა და მტვერია.
ჩვენ ზეცის დასაპყრობად ვართ მოწოდებულნი. საქმე საუკუნო მემკვიდრეობას, ღვთის მემკვიდრეობას ეხება. „რამეთუ ყოველივე მოგვეც ჩვენ".
ამქვეყნიური სიამოვნება დიდი შრომითა და გარჯით მიიღწევა, წამიერ ტკბობას მრავალგვარი უარყოფითი შედეგი მოსდევს. აქედან გამომდინარე, მას შეუსაბამოდ ეწოდება სიამოვნება. ღვთაებრივ შვებას ასეთი შედეგი არ მოჰყვება, რადგან სულიერი ტკბობა დ... იხილეთ სრულად