სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები სიმშვიდე, გამონათქვამები, ციტატები
მრისხანე და მზაკვარი ადამიანი ერთმანეთს შეხვდა და მათი საუბრისას არც ერთი გულწრფელი სიტყვა არ თქმულა. თუ პირველს გაუხსნი გულს - იქ განკითხვას იპოვი, ხოლო თუ მეორის გულს გამოიძიებ, იქ მზაკვრობას ნახავ
უბრალო სული სიმდაბლის მეუღლეა, ხოლო მზაკვარი სული - ამპარტავნების მეგობარია. მშვიდთა სულები სიბრძნით აღივსებიან, ხოლო მრისხანე კაცის გონება - სიბნელითა და უგუნურებით.
მშვიდის სული უბრალოების სამყოფელია, ხოლო მრისხანე გონება უკეთურებისა და მზაკვრობას მოიმოქმედებს. მშვის სულში სიბრძნის სიტყვები მკვიდრდება, რადგან ნათქვამია: "უძღვეს მშვიდთა სასჯელსა შინა უფალი (ფს.24.9) და უმეტესად განაბრძნობს მათ... იხილეთ სრულად
მდაბალ და მშვიდ სულში უფალი სახლდება, ხოლო მეამბოხის სული ეშმაკის სამყოფელი ხდება. მშვიდთა დაიმკვიდროს ქვეყანა, ხოლო მრისხანენი მათი მიწიდან განიდევნებიან.
სიმშვიდე მორჩილების დამხმარეა, ის ღვთის შიშის წინამძღვარია, გულისწყრომის აღვირი, მრისხანების დამაცხრობელი, სიხარულის მომნიჭებელი, ქრისტეს მიმსგავებულობა, ანგელოზებრივი თვისება, ეშმაკთა ბორკილი და ვნებათა საწინააღმდეგო იარაღი.
სიმშვიდე არის მოთმინების განმამტკიცებელი და სიყვარულის კარი, უფრო მეტად კი - დედა მისი, ის არის ძალა გონებისა, რადგან ნათქვამია: უფალმა "ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი" (ფლ. 24, 9) ის არის ცოდვათა შენდობის მომნიჭებელი, ლოცვაში - კა... იხილეთ სრულად
სიმშვიდე არის გულისწყრომის ზღვაში აღმართული კლდე, რომელიც მომდგარ ყოველგვარ ღელვას დაამარცხებს და თვითონ არ ირყევა. სიმშვიდე ყოველგვარი განსაცდელის მადლობით და სიხარულით დათმენაა.
სიმშვიდე გონების შეუცვლელი მდგომარეობაა, როდესაც ის პატივსა და შეურაცხყოფას ერთნაირად იღებს. სიმშვიდე ის არის: როდესაც მოყვასი გაგინებს და შეურაცხგყოფს, შენ განწმენდილი გულით მთელი სულით ლოცულობ მისთვის
მზის ამოსვლას ცისკრის ნათელი უსწრებს, ხოლო ყოველგვარ სიმდაბლეს წინ სიმშვიდის სათნოება უძღვის. ამის შესახებ გვეუბნება ნათელი ჭეშმარიტი, მოვუსმინოთ, როგორი თანმიმდევრობით წარმოგვიდგენს ამ სათნოებებს იგი: ისწავლეთ ჩემგან, "რამეთუ მშვ... იხილეთ სრულად
განმარტოებისა და მდუმარებისაგან იშვება ლმობიერება და სიმშვიდე, ამ უკანასკნელის მოქმედება კაცის გულზე კი შეიძლება შევადაროთ მხოლოდ სილოამის წყალს, რომელიც წყნარად და უხმაუროდ მოედინება, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "წყა... იხილეთ სრულად