უმაღლესი საფეხური ზრახვების მიერ ჩვენი დაპყრობისა უკვე ვნებაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვენს სულში ხანგრძლივად დაბუდებული ავი ზრახვა მის ხასიათად, მუდმივ ჩვევად იქცევა. ამ მდგომარეობაში კაცი საკუთარი ნებით ვარდება, ჩვენი დაუძინებე...
იხილეთ სრულად
უმაღლესი საფეხური ზრახვების მიერ ჩვენი დაპყრობისა უკვე ვნებაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვენს სულში ხანგრძლივად დაბუდებული ავი ზრახვა მის ხასიათად, მუდმივ ჩვევად იქცევა. ამ მდგომარეობაში კაცი საკუთარი ნებით ვარდება, ჩვენი დაუძინებელი მტერი კი ამკვიდრებს ჩვენს სულებში ვნებიან ზრახვებს ჩვენივე განუწყვეტელი ოცნებების წყალობით. ამ მდგომარეობიდან თავის დახსნა შეიძლება მხოლოდ მონანიების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს მოელის მარადიული სატანჯველი.
როდესაც ზრახვა ნებით ან უნებლიედ იპყრობს ჩვენს გულს, შეერწყმის მას, იბუდებს იქ და ანგრევს ჩვენს კეთილწყობას – ეს მდგომარეობა ზრახვით ტყვეობაა. ამ შემთხვევაშიც, ზრახვებით დატყვევებულ გონებას უფლის შემწეობით შეუძლია გადარჩენა. ისეც ...
იხილეთ სრულად
როდესაც ზრახვა ნებით ან უნებლიედ იპყრობს ჩვენს გულს, შეერწყმის მას, იბუდებს იქ და ანგრევს ჩვენს კეთილწყობას – ეს მდგომარეობა ზრახვით ტყვეობაა. ამ შემთხვევაშიც, ზრახვებით დატყვევებულ გონებას უფლის შემწეობით შეუძლია გადარჩენა. ისეც ხდება, რომ ცბიერი აზრების ქარტეხილით დამორჩილებული გონება ვერ ფხიზლდება და თავის კეთილწყობას ვეღარ უბრუნდება. ყოველივე ეს ხშირად ამაო და ფუჭი საუბრების გამო ხდება.
როდესაც გაჩენილ ზრახვას თანაგრძნობით მოვეკიდებით და მზადა ვართ ავყვეთ მას, ეს უკვე ზრახვასთან თანხმობაა. ამ შემთხვევაში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოსავალი არსებობს: 1. დროებითი თანხმობის შემდეგ ჩვენ შეიძლება გამოვფხიზლდეთ,...
იხილეთ სრულად
როდესაც გაჩენილ ზრახვას თანაგრძნობით მოვეკიდებით და მზადა ვართ ავყვეთ მას, ეს უკვე ზრახვასთან თანხმობაა. ამ შემთხვევაში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოსავალი არსებობს: 1. დროებითი თანხმობის შემდეგ ჩვენ შეიძლება გამოვფხიზლდეთ, შევინანოთ და უფლის წინაშე აღსარებით დავძლიოთ იგი. 2. გრიგოლ სინელის თქმით: „როდესაც კაცი თავისი ნებით მიღებს მტრისაგან შემოტანილ აზრს, ეთანხმება და უმეგობრდება მას, არ ეწინააღმდეგება და მოქმედებს მისი ჩაგონებით – ეს უკვ...
როდესაც საგანს ან აზრს დავაფიქსირებთ, დავაკვირდებით ან, წმინდა მამების თქმით, გრძნობით ან უგრძნობლად დავიწყებთ მასთან შესიტყვებას. ამ შემთხვევაში ჩვენ, თუმცა არ ვიღებთ, მაგრამ არც განვაგდებთ ზრახვას და უფლებას ვაძლევთ, დარჩეს ჩვენ...
იხილეთ სრულად
როდესაც საგანს ან აზრს დავაფიქსირებთ, დავაკვირდებით ან, წმინდა მამების თქმით, გრძნობით ან უგრძნობლად დავიწყებთ მასთან შესიტყვებას. ამ შემთხვევაში ჩვენ, თუმცა არ ვიღებთ, მაგრამ არც განვაგდებთ ზრახვას და უფლებას ვაძლევთ, დარჩეს ჩვენში. ამას ეწოდება შეთავსება. წმინდა მამებს ეს უკვე აღარ მიაჩნიათ უცოდველად; იგი შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზრახვაზე დაკვირვება ღმრთისთვის სათნო თვალსაზრისით ხდება, ანუ როდესაც უარვყოფთ მას, ვინაი...
ყოველი ჩვენგანი თითქმის ყოველთვის ზრახვათა მონაა. ისინი გონებაში შემოიჭრებიან და ანაგვიანებენ მას უსარგებლო, ფუჭი, მავნებელი და გამრყვნელი წარმოდგენებით, სურათებით, მოგონებებით. აზრის მართებულ, მშვიდ მსვლელობაში შემოიჭრება ხოლმე მ...
იხილეთ სრულად
ყოველი ჩვენგანი თითქმის ყოველთვის ზრახვათა მონაა. ისინი გონებაში შემოიჭრებიან და ანაგვიანებენ მას უსარგებლო, ფუჭი, მავნებელი და გამრყვნელი წარმოდგენებით, სურათებით, მოგონებებით. აზრის მართებულ, მშვიდ მსვლელობაში შემოიჭრება ხოლმე მასთან დაუკავშირებელი და ხელისშემშლელი მოგონებები, წარმოდგენები; მაგალითად, გუშინდელი შეხვედრის, უსიამოვნო საუბრის, გეგმების, შთაბეჭდილებების, პრესისა და რადიოს ინფორმაციის შესახებ. განსაკუთრებით ანაგვიანებს გონებასა და გ...
გულის სიწმიდის განსაკუთრებულად საშიშ მტრად ზრახვა გვევლინება, განსაკუთრებით – მრუში და მკრეხელური ზრახვები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ იბადებიან ჩვენს ცნობიერებაში რაიმე წარმოდგენის, სახის, ვარაუდის...
იხილეთ სრულად
გულის სიწმიდის განსაკუთრებულად საშიშ მტრად ზრახვა გვევლინება, განსაკუთრებით – მრუში და მკრეხელური ზრახვები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ იბადებიან ჩვენს ცნობიერებაში რაიმე წარმოდგენის, სახის, ვარაუდის, განზრახვის, სურვილის, მოგონების მეშვეობით.
ოდეს მოგიხდეს შენ გულის-სიტყვაი ბოროტი, იხადე მახვილი შიშისა ღმრთისაი, და მით განჰკუეთო ყოველი ძალი მტერისაი, და გაქუნდინ შენ მარადის წიგნნი საღმრთონი ნაცვალად საყვირისა. და ვითარცა, რაჟამს საყვირსა დასციან, მუნთქუესვე მხედარნი შე...
იხილეთ სრულად
ოდეს მოგიხდეს შენ გულის-სიტყვაი ბოროტი, იხადე მახვილი შიშისა ღმრთისაი, და მით განჰკუეთო ყოველი ძალი მტერისაი, და გაქუნდინ შენ მარადის წიგნნი საღმრთონი ნაცვალად საყვირისა. და ვითარცა, რაჟამს საყვირსა დასციან, მუნთქუესვე მხედარნი შეკრიბიან. ეგრეცა რაჟამს წიგნთა საღმრთოთა ხმა-ყვიან ჩუენდა მომართ, მუნთქუესვე შეკრბიან გულის-სიტყუანი ჩუენნი მხედართა მეფისათა, მბრძოლთა მტერთა მიმართ, და ვითარცა საყვირმან, რაჟამს ხმა-ყვის ჟამსა ბრძოლისასა, განაღვიძნის და...
აწ უკუე შეირტყ ნაცვლად მახვილისა შიში უფლისაი, რამეთუ შიში ღმრთისაი ვითარცა მახვილი ორპირი განმკუეთელ არს ყოველსა გულის-თქუმასა ბოროტსა. მოიგე უკუე მარადის შიში უფლისაი და მოიხსენე შიში სიკუდილისაი და დღე იგი საშინელი, ოდეს-იგი აღ...
იხილეთ სრულად
აწ უკუე შეირტყ ნაცვლად მახვილისა შიში უფლისაი, რამეთუ შიში ღმრთისაი ვითარცა მახვილი ორპირი განმკუეთელ არს ყოველსა გულის-თქუმასა ბოროტსა. მოიგე უკუე მარადის შიში უფლისაი და მოიხსენე შიში სიკუდილისაი და დღე იგი საშინელი, ოდეს-იგი აღეგზნენ ცანი და დაიწუნენ სამყარონი, დადნენ და დაიხსნენ, და ქუეყანაი და საქმენი მისნი დაიწუნენ. რაჟამს დამოცვივენ ვარსკულავნი, ვითარცა ფურცელნი, მზე და მთოვარე დაბნელდენ. რაჟამს-იგი გამოჩნდეს ძე ღმრთისაი გარდამომავალი ზეცი...
უკუეთუ მოგიხდენ შენ ბოროტნი გულის-სიტყუანი, ძლიერად წინა-აღუდეგ მათ, და ამას სიტყუასა იტყოდე: მხნე იყავნ და განძლიერდინ გული ჩემი, დაუთმენ უფალსა. მიემსგავსე დავითს წინასწარმეტყველსა, რომელმან-იგი ერთისა ტყორცებითა დასცა გოლიათი ი...
იხილეთ სრულად
უკუეთუ მოგიხდენ შენ ბოროტნი გულის-სიტყუანი, ძლიერად წინა-აღუდეგ მათ, და ამას სიტყუასა იტყოდე: მხნე იყავნ და განძლიერდინ გული ჩემი, დაუთმენ უფალსა. მიემსგავსე დავითს წინასწარმეტყველსა, რომელმან-იგი ერთისა ტყორცებითა დასცა გოლიათი იგი მბრძოლი. რამეთუ ანგელოზნი მდგომარე არიან და ხედვენ ცხორებასა შენსა. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: სახილველ იქმნენით სოფლისა ანგელოზთა და კაცთა, და უკუეთუ გიხილონ შენ მძლედ ჭეშმარიტად, განიხარონ; ხოლო უკუეთუ გიხილონ შენ...
„არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“ – ეს არის უკანასკნელი მუხლი უფლის ლოცვისა. მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ესე იგი ბოროტის საქმისაგან და უმეტესად ბოროტის ეშმაკისაგან ანუ სულიერისა მტერისაგან. ეშმაკი არის საშინელი მტერი სულისა ჩვენისა....
იხილეთ სრულად
„არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“ – ეს არის უკანასკნელი მუხლი უფლის ლოცვისა. მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ესე იგი ბოროტის საქმისაგან და უმეტესად ბოროტის ეშმაკისაგან ანუ სულიერისა მტერისაგან. ეშმაკი არის საშინელი მტერი სულისა ჩვენისა. ოდესცა შენ, ძმაო გულში გაგიჩნდა ბოროტი აზრი ანუ ბოროტი განზრახვა, იცოდე, რომ ის აზრი, შეგაგონა შენში სულიერმა მტერმან. ამ შემთხვევაში მაშინვე პირჯვარი უნდა გადაიწერო და სთქვა: მიხსენ მე, ღმერთო, ბოროტისაგან.