
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: ბოროტი ზრახვები
ყოველი ჩვენგანი ხდება არაწმინდა, მრუში ზრახვების მსხვერპლი. ლამაზ სახეზე თვალი გვრჩება და მას ნდომით შევცქერით, ვცოდავთ ბილწსიტყვაობით, საალერსო ზრახვებით, ტანის ურცხვი მიმოხრით და ა.შ. ჩვენ არა მარტო არ ვებრძვით ასეთ ზრახვებს და უფლის მიმართ ლოცვით არა თუ წინ აღვუდგებით მათ, არამედ სიამოვნებით ვიღებთ ჩვენს გულში, ფარულად ვტკბებით და პირველივე ხელსაყრელ მომენტში ჩავიდენთ ისეთ სასიკვდილო ცოდვებს, როგორიცაა: მრუშობა, სიძვა და ყოველგვარი უკეთურება, რომელთა შესახებ, არა თუ სიტყვის თქმა, ფიქრიც კი შემზარავია. ცრემლით შეინანეთ მრუში უწმინდურება თქვენი გულისა, რომელსაც, ნეტარი ავგუსტინეს თქმით: ანგელოზნი გაურბიან, ხოლო ეშმაკები თვალს უხუჭავენ.