ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ილია II

გახსოვდეთ, არცერთ მტერს არ შეუძლია ისეთი ზიანი მოგვაყენოს, როგორსაც ჩვენ მივაყენებთ საკუთარ თავს. სძლიე შენს თავს, შენს ეგოიზმს და იქნები გამარჯვებული ყველგან და ყოველთვის. გახსოვდეთ, არცერთ მტერს არ შეუძლია ისეთი ზიანი...

link
ილია II

თავის შეცნობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში დაბუდებული სიცრუისა და ტყუილის აღმოჩენით უნდა დავიწყოთ. უნდა დავინახოთ ყოველივე არაჭეშმარიტი, ფარისევლური, რომელიც ბორკილად ადევს ჩვენს სულს: უნდა დავინახოთ ჩვენი ამპარტავნება და ეგოიზმი, რ... იხილეთ სრულად

link
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ურწმუნოს უეცარი სიკვდილის ეშინია, მკვლელი ძრწის მახვილის წინაშე, ამპარტავანი შეურაცხყოფას უფრთხის, მომავალი სამსჯავროს შიში ცილისმწამებლებს მოსვენებას არ აძლევს, უღმრთო მოიმკის იმას, რასაც ყველაზე მეტად გაურბის. ურწმუნოს უეცარი სიკვდილის ეშინია, მკვლელი ძრწის...

link
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

თუ ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, იგი იმაზე დაბლა დგას, ვინც არაფერი იცის. თუ ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, იგი იმაზე...

link
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

სატანურ ლოგიკას ჩვენ ზეციური ლოგიკა უნდა დავუპირისპიროთ; სატანურ სიცრუეს - ჭეშმარიტება; მის ღვთისმგმობელობას - უფლისა და ადამიანისადმი სიყვარული; ამპარტავნებასა და ქედმაღლობას კი - სიმდაბლე და მორჩილება. სატანურ ლოგიკას ჩვენ ზეციური ლოგიკა უნდა...

link
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ღმერთი ზოგჯერ დაამცირებს და გააკოტრებს ამპარტავანს, ვისაც ჰგონია, რომ მისი კეთილდღეობა ბოლომდე უზრუნველყოფილია. ღმერთი ზოგჯერ დაამცირებს და გააკოტრებს...

link
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ამპარტავანი სხვებს ასწავლის ჭკუას, თავად კი მათგან რჩევასაც არ მიიღებს. თავმდაბალს არა აქვს სხვისი განსწავლის სურვილი, მას თავად სურს სხვისგან მიიღოს რჩევა-დარიგება. ამპარტავანი სხვებს ასწავლის ჭკუას, თავად კი მათგან...

link
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

რა აზრი აქვს სიკეთეს, თუ ამპარტავანი ხარ და სხვებს შეურაცხჰყოფ? ცოდვასთან ნაზიარები სათნოება ფასს კარგავს. ეს იგივეა, რძეში მწარე ნაღველი რომ გავურიოთ. რა აზრი აქვს სიკეთეს, თუ ამპარტავანი ხარ და სხვებს...

link
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ამპარტავნება უგუნურების პირმშოა, დაბინდული გონების ნაყოფი, შედეგი დემონებთან მაცდური კავშირისა. ამპარტავნება უგუნურების პირმშოა, დაბინდული გონების...

link
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ამპარტავანნი სატანის მორჩილნი არიან, სხვებს ძარცვავენ და ქონებას განამრავლებენ, საკუთარ ძალაუფლებას განამტკიცებენ, განავრცობენ სახელმწიფო საზღვრებს, საბოლოოდ კი ყველაფერს კარგავენ და წუთისოფელს გაღატაკებული ტოვებენ. ამპარტავანნი სატანის მორჩილნი არიან, სხვებს...

link
0