მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ნაკლოვანებათა დედად სიზარმაცე ჩათვალე, რადგან იტაცებს მადლს, რომელიც გაქვს, და რაც არ გაქვს, იმის მოპოვების საშუალებას არ გაძლევს.
ბუნებაზე დამკვირვებელთა აზრით, მტრედები განეშორებიან უწმინდურ ადგილს, ფუტკრებიც ვერ ჩერდებიან კვამლთან; ასევე ღვთის მადლი განეშორება იმ გულს, რომელშიც უწმინდური ზრახვებია და ასე ვთქვათ, ცუდი აზრები ბოლავს.
შემოქმედი ღმერთი მთელს თავის ქმნილებას სიბრძნით განაგებს და ჩვენც ადამიანებს, გვირგვინს თავისი ქმნილებისა, მადლს მოგვანიჭებს, გვწყალობს და შეგვაგონებს მთელი დანარჩენი ქმნილების მეშვეობით, ზოგჯერ კი ამას თვით ბოროტ სულთა -დემონთა მ... იხილეთ სრულად
სულიწმიდაში შეიმეცნება უფალი და სულიწმიდა არის ყველა ადამიანში: სულშიც, გონებაშიც, სხეულშიც. ასე შეიცნობა ღმერთი ცაში და დედამიწაზეც. უფალმა თავისი გულმოწყალებით მომცა მე ცოდვილს მადლი, რათა ხალხმა შეიმეცნოს ღმერთი და მოიქცეს მისკ... იხილეთ სრულად
რადგან ღმერთი, როგორც თვითგანდიდებული არსება, არ საჭიროებს ადამიანურ შრომას, არამედ ხარობს და უყვარს, როცა მისი სიყვარულისთვის ვეწამებით და ვივნებთ,. ამიტომაც გვაჯილდოვებს, როგორც მოღვაწეებს და უხვად გვიწყალობებს თავის მადლს.
ის, ვინც ღმერთს განეშორა, ეშმაკეულ ქმედებას იღებს. მაშინ როდესაც იგი, ვინც ღმერთთან ცხოვრობს, საღმრთო მადლის მიმღებია. საღმრთო მადლი მიემატება მას, ვინც მას ფლობს. თუკი ადამიანს ცოტა მადლი აქვს, მაგრამ მისდამი შესაბამისი ღვთისმოსა... იხილეთ სრულად
სხეულს სული ანიჭებს სიცოცხლეს, სულს კი ღმერთი. მაშასადამე, ჭეშმარიტი ცხოვრებით მხოლოდ ის სული ცხოვრობს, რომელშიც სულიერად მკვიდრობს შემოქმედი ღმერთი მადლის მიერ.
თუკი ადამიანის სული ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე არ მიიღებს სულიწმიდის საღმრთო მადლს, დიდი რწმენისა და მრავალი წრფელი ლოცვა-ვედრებისათვის, და თუკი არ ეზიარება ღვთაებრივ ბუნებას, მაშინ ასეთი სული უღირსი იქნება ცათა სასუფევლის დამკვიდრებ... იხილეთ სრულად
საკუთარ ცოდვათა ხედვის გარეშე შეუძლებელია სინანული, სინანულის გარეშე შეუძლებელია მადლის მოხვეჭა, მადლის გარეშე კი - მიახლოება ღმერთთან. იმისათვის, რომ ვნებებს, მანკიერებებსა და ცოდვებს ვებრძოლოთ, უნდა გვახსოვდეს, თუ საით მივყავართ... იხილეთ სრულად