სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
ახლა კი, თქვენც, მდიდარნო! იტირეთ და ივაგლახეთ თქვენს თავს მოწევნადი უბედობისთვის. სიმდიდრე თქვენი დალპა, და მღილმა შეჭამა თქვენი სამოსი. ოქრო-ვერცხლი თქვენი დაიჟანგა და მათი ჟანგი სამოწმებლად იქნება თქვენს წინააღმდეგ,... იხილეთ სრულად
ამაყი, მაგრამ სულელი მდიდარი ქანდაკებას ჰგავს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა - თიხის გროვა, ანდა - ხის ნაჭერი.
განა მოწყალების გაცემით შენი სიმდიდრე ამოიწურება? იგი არათუ არ ამოიწურება, არამედ - ზეციური მადლიც მიემატება.
მოწყალების გულუხვი გაცემით როდი კოტრდებიან და ღარიბდებიან მდიდრდები, არამედ იმისაგან, რომ ღარიბებისთვის მცირედიც ენანებათ, საკუთარი ვნებებისთვის კი არაფერი.
მდიდრები ღატაკებს საარსებო წყაროს აძლევენ, ღარიბები კი - მათი ცხონების საშუალებას.
შვილო, ხელს ნუ მოჰკიდებ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უცოდველი ვერ დარჩები და, თუ გამოეკიდები მათ, ვერ დაწევეი და გაქცევითაც ვერ გაექცევი. ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც გაჭირვებაშია. ზოგი... იხილეთ სრულად
მდიდარი ქრისტიანები, თუკი ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან, სრულებით ღატაკნი არიან, ვინაიდან ზეციურ სიკეთეებთან შედარებით თავის ოქროს ფერფლად მიიჩნევენ, თანაც მათ სიმდიდრეს ის შეადგენს, რაც სრულებით არ ახარებთ
ჯობს სიღატაკის მოთმენა და ქრისტესთან ყოფნა, ვიდრე მასთან ერთობის გარეშე ყოველივე ცხოვრებისეულის უხვად ფლობა.