ცოდვით დაცემის დროიდან სოფელი განუწყვეტლივ აცდუნებდა ადამიანებს, აცდუნებდა მათ ჭეშმარიტების გზიდან - ღვთის რწმენისა და სათნოებისგან; სხვათა შორის, სოფლის ეს გავლენა დროის სხვადასხვა მონაკვეთში ერთგვარი არ ყოფილა. ის მეტნაკლებად და...
იხილეთ სრულად
ცოდვით დაცემის დროიდან სოფელი განუწყვეტლივ აცდუნებდა ადამიანებს, აცდუნებდა მათ ჭეშმარიტების გზიდან - ღვთის რწმენისა და სათნოებისგან; სხვათა შორის, სოფლის ეს გავლენა დროის სხვადასხვა მონაკვეთში ერთგვარი არ ყოფილა. ის მეტნაკლებად დამღუპველი იყო, იმისდა მიხედვით, დროის როგორი სული ბატონობდა.
ჩვენს საუკუნეს თავისუფლება თვითნებობამდე დაჰყავს, დამოუკიდებლობა - ანარქიამდე, დათმენა - ინდეფერენტიზმამდე, მშვიდობა - სამხედრო მდგომარეობამდე, პროგრესი - ზნეობის დაცემამდე.
ძველი დრო გვაუწყებს, რომ მიდასი მხოლოდ ერთი შეხებით ყველაფერს ოქროდ აქცევდა, ჩვენი საუკუნე კი ყველაფერს პირიქით აკეთებს - რასაც კი ოქროთი შეეხები, რადაც მოისურვებ, იმად აქცევ მას.
ცოცხალი თევზი წყლის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, მკვდარი კი - ქვემოთ, წყლის ფსკერისკენ. ჭეშმარიტი ქრისტიანი ცოდვილი სამყაროს ნაკადის წინააღმდეგ მიდის, ცრუ კი - მისი სისწრაფით შეიქცევს თავს.
კეთილგონიერებამ და წინდახედულობამ უნდა გვიბიძგოს იმისკენ, რომ არ დავემორჩილოთ ამა ქვეყნის კანონებსა და ჩვეულებებს, როდესაც ისინი ან საერთოდ არ ეთანხმებიან რელიგიისა და ზნეობის კანონებს, ანდა ეწინააღმდეგებიან მათ გულდასმით აღსრულებ...
იხილეთ სრულად
კეთილგონიერებამ და წინდახედულობამ უნდა გვიბიძგოს იმისკენ, რომ არ დავემორჩილოთ ამა ქვეყნის კანონებსა და ჩვეულებებს, როდესაც ისინი ან საერთოდ არ ეთანხმებიან რელიგიისა და ზნეობის კანონებს, ანდა ეწინააღმდეგებიან მათ გულდასმით აღსრულებას. ძალზე მცირე გონება აქვს, ხოლო ნებისყოფა კი, როგორც ჩანს, საერთოდ არ გააჩნია იმას, ვინც გარდაუვალად მიიჩნევს ადამიანთა უმრავლესობის მიერ ერთხანს გამართლებულ, შემდგომში კი - უარყოფილ კანონებს.
დროის სული სიცრუის სულია. იგი დღეს ერთს აქებს, ხვალ - მეორეს; ის დღეს დასცინის იმ კანონებსა და აზრებს, წომლებიც ხუთი წლის შემდეგ, თუ უფრო ადრე არა, უკვე იმას დასცინებს, რომლითაც დღეს დასცინებს.