ბერს ყველაფერი - გონება, გრძნობა, წესები - სხვაგვარი აქვს, ვიდრე ერში მცხოვრებთ. მდუმარება ნეტარებაა; ლოცვა - სულიერი ჭვრეტა; ღვთის სიტყვა - საზრდო მისი სულისთვის; უტკბილესია საუბარი ღმერთთან; ტაძარი ერთადერთი თავშესაფარია; სავანი...
იხილეთ სრულად
ბერს ყველაფერი - გონება, გრძნობა, წესები - სხვაგვარი აქვს, ვიდრე ერში მცხოვრებთ. მდუმარება ნეტარებაა; ლოცვა - სულიერი ჭვრეტა; ღვთის სიტყვა - საზრდო მისი სულისთვის; უტკბილესია საუბარი ღმერთთან; ტაძარი ერთადერთი თავშესაფარია; სავანის ზღუდე საზღვარია, რომლის იქითაც მისთვის აღარაფერი არსებობს; მისი სამყარო მარადიულობაა; იქ არის მისი საუნჯე, იქვეა მისი გულიც; მიწაზე მცხოვრებლებთან ერთადერთი კავშირი აქვს - თბილი ლოცვა მათზე. აი, რა არის მონაზვნური ცხოვ...
ჭეშმარიტი ბერისთვის მიწაზე არავინ და არაფერი არსებობს. მისი სიხარული და ნეტარება განუწყვეტელი ლოცვაა. მას ყველა ადამიანი უყვარს, მაგრამ სწყინდება მათთან, რადგან ისინი ღმერთს აშორებენ.
მონაზონს ერთი საზრუნავი და უკიდურესი სურვილი აქვს - სათნოეყოს ღმერთს და ღვთის საქმეები აღასრულოს. როდესაც იოანე კიბისაღმწერელს ჰკითხეს, თუ ვინ არის ჭეშმარიტი და კეთილგონიერი ბერი, მან უპასუხა: "ის, ვინც ყოველდღიურად, ცხოვრების ბოლ...
იხილეთ სრულად
მონაზონს ერთი საზრუნავი და უკიდურესი სურვილი აქვს - სათნოეყოს ღმერთს და ღვთის საქმეები აღასრულოს. როდესაც იოანე კიბისაღმწერელს ჰკითხეს, თუ ვინ არის ჭეშმარიტი და კეთილგონიერი ბერი, მან უპასუხა: "ის, ვინც ყოველდღიურად, ცხოვრების ბოლომდე განუწყვეტლივ ცეცხლს ცეცხლზე ამატებს, სურვილს - სურვილზე, მეცადინეობას მეცადინეობაზე.
დანიელ წინასწარმეტყველმა საკუთარ თავზე თქვა: "გემრიელი პური არ მიჭამია" (10, 3). მონაზვნური ცხოვრება ხორციელ სურვილებზე განუწყვეტელ უარის თქმას მოითხოვს, რამეთუ მათთან ერთად მონაზვნური ცხოვრება შეუძლებელია.