ლოცვაში უპირველესად ითხოვე, რომ ღმერთმა სიმდაბლე მოგმადლოს. ამ თხოვნაში სიჯიუტე გამოიჩინე, რადგან ჭეშმარიტი სიმდაბლის გარეშე ვერაფერს მიაღწევ ისეთს, რაც სასყიდლის ღირსი იქნება.
შვილო, შევიყვაროთ თავმდაბალი აზროვნება. თუ უფალს ჩვენი სიშიშვლის გამო შევებრალებით, ცოტაოდენი ლოცვის უნარს მოგვცემს და ჩვენს სულს ღვთაებრივი სამოსით შემოსავს. მაშინ უნდა გავფრთხილდეთ, რომ არ დავსვაროთ იგი დაუდევრობით, ამპარტავნები...
იხილეთ სრულად
შვილო, შევიყვაროთ თავმდაბალი აზროვნება. თუ უფალს ჩვენი სიშიშვლის გამო შევებრალებით, ცოტაოდენი ლოცვის უნარს მოგვცემს და ჩვენს სულს ღვთაებრივი სამოსით შემოსავს. მაშინ უნდა გავფრთხილდეთ, რომ არ დავსვაროთ იგი დაუდევრობით, ამპარტავნებით, განკითხვით, უდებებით, ურჩობით და ა. შ. ვეცადოთ, უფრო მეტად განვასპეტაკოთ ის კეთილი საქმეებით, განსაკუთრებით კი, თავმდაბალი აზროვნებით და თავის დადანაშაულებით. ეს უფრო სათნოა ღვთისთვის, ვიდრე ცუდადმზვაობრობით შესრულებუ...
დამდაბლდით, არაფრად ჩააგდოთ, შეურაცხყავით საკუთარი თავი, რომ თქვენს სულებში ღვთის მშვიდობამ დაისადგუროს. როცა მოძღვარი რაიმე შეცდომის გამო გამხელთ, თავს ნუ იმართლებთ, არამედ თქვით „შემინდეთ“.
ქრისტე ამბობს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29). სულის განსვენება მისი ჯანმრთელობის უტყუარი ნიშანია.
შეიყვარეთ სიმდაბლე, ამის მაგალითი იესომ მოგვცა. როდის? როცა არდაგი მოირტყა, მოწაფეებს ფეხები დაჰბანა და უთხრა: „უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ?“ (იოან. 13, 12) ანუ, როგორც მე დავიმდაბლე თავი თქვენი ფეხის დაბანით, თქვენც ასევე გმართებ...
იხილეთ სრულად
შეიყვარეთ სიმდაბლე, ამის მაგალითი იესომ მოგვცა. როდის? როცა არდაგი მოირტყა, მოწაფეებს ფეხები დაჰბანა და უთხრა: „უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ?“ (იოან. 13, 12) ანუ, როგორც მე დავიმდაბლე თავი თქვენი ფეხის დაბანით, თქვენც ასევე გმართებთ დამდაბლება ერთმანეთის წინაშე.
ნუ იქნებით თავდაჯერებულები. არასოდეს მიიღოთ გულისსიტყვა, რომ კარგები და სათნოებებით შემკულნი ხართ. დაიდანაშაულეთ, განიკითხეთ თავი, რომ მოაკვდინოთ თქვენი „მე“, რომელიც კედელივით ეღობება სიმართლის მზეს - ქრისტეს - და ხელს უშლის მის ...
იხილეთ სრულად
ნუ იქნებით თავდაჯერებულები. არასოდეს მიიღოთ გულისსიტყვა, რომ კარგები და სათნოებებით შემკულნი ხართ. დაიდანაშაულეთ, განიკითხეთ თავი, რომ მოაკვდინოთ თქვენი „მე“, რომელიც კედელივით ეღობება სიმართლის მზეს - ქრისტეს - და ხელს უშლის მის სხივებს, რომ გაგვინათოს გონება ღვთისა და საკუთარი თავის შესაცნობად.
შვილო, ყურადღებით იყავი, რომ დიდი სიმდაბლე გქონდეს და მოძღვრის რჩევას დაემორჩილო. ყველა გიყვარდეს და შენს გულისსიტყვას არასოდეს დაუჯერო, არამედ ერთგულად მისდიე შენი მოძღვრის შეგონებებს.