სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიედ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მიანიჭებს მაცხოვნებელ მადლს. ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

შეუძლებელი და შეუთავსებელია, იყო ქრისტიანი და ამავე დროს - ნარკომანი, ქრისტიანი და - ლოთი, ქრისტიანი და - მრუში, ქრისტიანი და - ქურდი... ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ, ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.
ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიედ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მიანიჭებს მაცხოვნებელ მადლს. შეუძლებელი და შეუთავსებელია, იყო ქრისტიანი

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

41. თითქმის ყველა ცოდვა საკუთარი თავის საამებლად წარმოიქმნება და ამიტომ ან სინანულის შედეგად, ნებსითი თუ უნებლიე შრომითა და ტანჯვით აღიხოცება, ან იმ განსაცდელის ზემოქმედებით, რომელიც ჩვენდამი ღვთის განზრახვაზეა დამოკიდებული. "ჩვენსავე თავს რომ განვსჯიდეთ, აღარ განვისჯებოდით - ამბობს წმიდა წერილი,- ხოლო რაკი განვისჯებით, უფლის მიერ განვისწავლებით, რათა წუთისოფელთან ერთად არ დავისაჯოთ." (1 კორ. 11,31,32). თითქმის ყველა ცოდვა საკუთარი თავის საამებლად

რა ვქნათ, როცა ვნება შემოიჭრება?
ვნების შემოჭრას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ; დაუყოვნებლივ შეინანეთ, რომ მაშინვე განიწმინდოთ.
ვნების შემოჭრას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ;

როგორ გავიმარჯვოთ ბოროტებასა და ცოდვაზე?
უდიდესი საქმეა არ დაუთმო არც ერთი წუთით ადგილი სულში არანაირ ბოროტებას, არამედ მოერიე მას სიკეთით, სინანულითა და ლოცვით.
უდიდესი საქმეა არ დაუთმო არც ერთი წუთით

როგორ შეიძლება ცოდვებზე წუხილი და მარხვა გაუცნობიერებლად?
ბევრს ვიცნობ, თავის ცოდვებზე რომ ტირიან, მაგრამ სიკეთეს არაფერს შვრებიან. ისინი მარხულობენ, მაგრამ ისეთი ძუნწები არიან, როგორც მევახშენი; მრისხანებენ, როგორც მძვინვარე მხეცები და ახლობლებზე ძვირს უფრო ხალისით ამბობენ, ვიდრე კარგს. ეს სინანული არ არის. თუ ვმარხულობთ, თუ ცილს ვწამებთ მოყვასს, მაშინ არათუ სარგებელს არაფერს მივიღებთ, არამედ პირიქით, დავზარალდებით კიდეც (წმ. იოანე ოქროპირი).
ბევრს ვიცნობ, თავის ცოდვებზე რომ ტირიან

რა უნდა ვიცოდეთ უნებლიეთ ცოდვაში ჩავარდნისას?
მწუხარება ეშმაკისაგან ამბობს: სად გაიქცევი, არ გაქვს სინანული... ეშმაკი ასე იმიტომ ამბობს, რომ ადამიანი ღვთისაგან განდრიკოს; მწუხარება ღვთისაგან კი ამბობს: ნუ გეშინია, მიდი ისევ ღმერთთან, რადგან ქრისტემ უწყის ადამიანური უძლურება და მომადლა მას მხსნელი მონანიება სიკვდილამდე.
მწუხარება ეშმაკისაგან ამბობს: სად გაიქცევი

რა არის მომაკვდინებელი და არამომაკვდინებელი ცოდვები?
მომაკვდინებელია ცოდვა, რომელიც კლავს სულს, ართმევს რა მადლს. ხოლო არა მომაკვდინებელი ცოდვაა, რომელიც კი არ კლავს, არამედ ანაგვიანებს სულს. ცხოვრებაში ასეა საჭირო: როგორც კი სინდისი გამხელს, სასწრაფოდ შეინანე (ე.ი. თქვი აღსარება) და ცოდვის დამანგრეველი ძალა ამით მოიკვეთება.
მომაკვდინებელია ცოდვა, რომელიც კლავს სულს

რა არის სულიწმიდის საწინააღმდეგო ცოდვა?
პირველი: ღვთის წყალობის გადამეტებული იმედი; მეორე: ხსნის იმედის დაკარგვა; მესამე: დადგენილი ჭეშმარიტების აშკარა წინააღმდეგობა და მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფა; მეოთხე: შური იმ საღვთო მადლის გამო, რასაც ახლობლები ღვთისგან იღებენ; მეხუთე: ცოდვებსა და ბოროტებაში ყოფნა; მეექვსე: სინანულისადმი დაუდევარი დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე.
პირველი: ღვთის წყალობის გადამეტებული იმედი;

როგორ უნდა გამოვიყენოთ განსაცდელი და მწუხარება ცხონებისთვის მოთმინებისა და მადლიერების გარდა?
დაე, ყოველგვარმა უნებურმა მწუხარებამ გასწავლოს სინანული (წმ. მარკოზ მოღვაწე).
დაე, ყოველგვარმა უნებურმა მწუხარებამ

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2