ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, დემონი, გამონათქვამები, ციტატები
როდესაც ეშმაკი ცოდვისაკენ გვიბიძგებს, ღვთის წყალობას წარმოგვიდგენს, შეცოდების შემდეგ კი - ღვთის მართლმსაჯულებას.
სატანა აბრმავებს ადამიანს, რათა ცოდვაში ჩააგდოს იგი, შემდეგ კი თვალს აუხელს მას, რათა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს (მათე 27, 3; ებრ. 3, 13).
ჩვენი ცხონების მტერი ჩვეულებრივ ისე იქცევა, რომ როდესაც უკანონოდ ვცხოვრობთ, ჩვენს ცოდვას მცირემნიშვნელოვნად წარმოგვიდგენს, რომელთანაც თითქოსდა ზეცისა და მიწის მეუფეს, მისი დიდებულების გამო არანაირი საქმე არ ჰქონდეს; ხოლო როდესაც დ... იხილეთ სრულად
ვერაგი მტერი არა მხოლოდ ვნებებით, არამედ თვით სათნოებებითაც კი წააბორძიკებს ადამიანს.
ეშმაკები სასარგებლოსაც რომ გვინერგავდნენ, ღმერთი მაინც გვიკრძალავს მათ მოსმენას.
ეშმაკი ღმერთს ადამიანების წინაშე ადანაშაულებს, ადამიანებს - ღვთის წინაშე და ადამიანებს - თვით ადამიანების წინაშე.
ეშმაკთან ბრძოლა სხვა - ღვთის წინააღმდეგ ბრძოლას წყვეტს; ეშმაკთან ბრძოლა ღმერთთან შერიგებას ნიშნავს.
ვერავინ ცდუნდება ეშმაკით, თუ თვითონ არ დაუთმობს მას საკუთარი ნებით; რამეთუ თქმულ არს: "წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან" (იაკ. 4, 7).
როდესაც ცხოველს თვალებს აუხვევენ, მაშინ იგი წრიულად დადის; მას რომ თვალები ახვეული არ ჰქონდეს, იგი ასე არ ივლიდა; ასევეა ეშმაკიც: თუ შეძლებს, ადამიანს თვალები დაუბნელოს, ცოდვის ყველა სახეობაში აგდებს მას. როდესაც ადამიანს თვალები ... იხილეთ სრულად
ბოროტი სული არცთუ იშვიათად (განსაკუთრებით კი დღევანდელ დღეს) უნერგავს ცოდვილს ურწმუნოებას - თვით ბოროტი სულების არსებობის მიმართ, რათა უფრო ძლიერ დაუმორჩილოს იგი თავის დამღუპველ გავლენას.