მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
550. იმავე დიდი ბერისაგან, ძმას, რომელიც საერთო საცხოვრებელში სადურგლო სამუშაოებს ეწეოდა, სხვადასხვა აზრების გამო ბრძოლები ჰქონდა და ასე ფიქრობდა: აქ ყოფნას მცირედი სარგებელიც არ მოაქვს ჩემთვის, და მე ვერანაირი შემწეობა ვერ მივიღე ჩემი სულისთვის იხილეთ სრულად
548. ამ საცხოვრებლის წინამძღვარმა (აბბამ), სადაც სხვა წმინდა ბერებიც იმყოფებოდნენ, ერთი საქმის გაკეთება ბრძანა; ზოგიერთმა ძმამ კი, რომელიც საკუთარ შეხედულებაზე რჩებოდა და საქმე ემძიმებოდა, დრტვინვა დაიწყო. მიხვდა რა ამას, დიდმა ბერმა შემდეგი პასუხი გასცა მათ: იხილეთ სრულად
მხურვალეა ღმერთის სიყვარული. მისი გულისათვის წმინდანები იტანდნენ ტანჯვას და აღწევდნენ სასწაულთმქმედების ძალას. ისინი კურნავდნენ ავადმყოფებს, აღადგენდნენ ხოლმე მკვდრებს, ისინი დადიოდნენ წყალზე, ლოცვის დროს მაღლდებოდნენ ჰაერში; ლოცვ... იხილეთ სრულად
დაე, ყველამ შეასრულოს თავისი დანიშნულება: მაშინ ყველას მაღალი დანიშნულება ექნება - საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის, და მთლიანობაში - შესანიშნავი წესრიგი.
მშობლებისადმი მორჩილება არა მხოლოდ მოვალეობაა, არამედ - სასარგებლოცაა ჩვენთვის. მათი მეშვეობით გვებოძა სიცოცხლე და მათი მორჩილებით შეგვიძლია, მისი გახანგრძლივება; რამეთუ მშობლების მორჩილება აღთქმის პირველი მცნებაა (ეფ. 6, 2).
უგუნური და გამოუსწორებელი ხელქვეითი გონიერი და გამოუსწორებელი უფროსი ვერ იქნება.
ადამიანს, რომელსაც უჭირს ქვეშევრდომად ყოფნა, კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება ადამიანების ხელმძღვანელობა
დამორჩილება უფრო ადვილი იქნება, თუ ნაკლებად ვიფიქრებთ ადამიანზე, რომელსაც ვემორჩილებით, ვიდრე ღმერთზე, რომლის გამოც ვალდებულნი ვართ, ადამიანს დავემორჩილოთ.
თუ დროებითი ხელისუფალი, რომელიც გიბრძანებს, თავისთავად არ იმსახურებს შენს მორჩილებას, ამას იმსახურებს უმაღლესი ხელისუფალი, რომლის სახესაც დროებითი წარმოადგენს.