სანამ ახალგაზრდები ვართ, განსაცდელები უნდა გავიაროთ, რადგან ახალგაზრდობა ადვილად მარცხდება; დროთა განმავლობაში ბრძოლა დაცხრება და სანუკვარი მშვიდობა მოვა. სიმხნევე და მოთმინება იქონიე. იმედს ნუ დაკარგავ, როგორც არ უნდა გებრძოდეს ვ...
იხილეთ სრულად
სანამ ახალგაზრდები ვართ, განსაცდელები უნდა გავიაროთ, რადგან ახალგაზრდობა ადვილად მარცხდება; დროთა განმავლობაში ბრძოლა დაცხრება და სანუკვარი მშვიდობა მოვა. სიმხნევე და მოთმინება იქონიე. იმედს ნუ დაკარგავ, როგორც არ უნდა გებრძოდეს ვნებები. ღმერთს უყვარს ის, ვისაც თავს ესხმიან, ის კი იბრძვის. გამხნევდი და ილოცე ჩემთვის – ზარმაცის, უწმინდურის, უღირსისა და საძაგლისთვის!
ღმერთი ჩვენზე განსაცდელებს უშვებს, რომ გამოვფხიზლდეთ და უფალი გავიხსენოთ. როცა ვევედრებით, თითქოს არ გვისმენს, რომ უფრო მეტად შევევედროთ და ვუხმოთ მის წმინდა სახელს სხვადასხვა ვნების შიშით შეძრწუნებულებმა