როგორც შემოდგომის ფოთლები ცვივა სიოს დაბერვისთანავე, ისე ვეცემით ჩვენც უმნიშვნელო განსაცდელისა და გაჭირვების დროს, როცა ღვთის მადლი ჩვენთან ერთად არ იბრძვის, ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდის არის ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე? მხოლ...
იხილეთ სრულად
როგორც შემოდგომის ფოთლები ცვივა სიოს დაბერვისთანავე, ისე ვეცემით ჩვენც უმნიშვნელო განსაცდელისა და გაჭირვების დროს, როცა ღვთის მადლი ჩვენთან ერთად არ იბრძვის, ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდის არის ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე? მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს ყოველ ფიქრსა და საქმეს სიმდაბლე მართავს.
შვილო, მუდამ წესად გქონდეს თავის დადანაშაულება. ყოველი განსაცდელის დროს შენდობა მეტანიით პირველმა შენ ითხოვე. ასეთი პირველობით გვირგვინს მიიღებ და ძმის სინანულის მიზეზიც გახდები.
ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სიბინძურე არ დაგროვდეს და შესაბამისად, ძლიერი ქარიშხლებიც არ გახდეს აუცილებელი. ქარიშხალი წმინდანებსაც დაატყდებოდათ ხოლმე თავს, ოღონდ მას სხვა ბუნება, სხვა მიზანი ჰქონდა. ზოგჯერ განსაცდელით ისინი სიწმ...
იხილეთ სრულად
ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სიბინძურე არ დაგროვდეს და შესაბამისად, ძლიერი ქარიშხლებიც არ გახდეს აუცილებელი.ქარიშხალი წმინდანებსაც დაატყდებოდათ ხოლმე თავს, ოღონდ მას სხვა ბუნება, სხვა მიზანი ჰქონდა. ზოგჯერ განსაცდელით ისინი სიწმინდის უფრო მაღალ საფეხურზე ადიოდნენ, ზოგჯერ კიდევ უფრო მეტი დიდებით იმოსებოდნენ, ან ღმერთი მეტად განიდიდებოდა, ხან კი ეს ქარიშხალი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იყო აღძრული და ა. შ.
ნავსადგურების მთელ ნაგავსა და სიბინძურეს ზღვაში ყრიან და ღელვა რომ არა, იგი ინფექციის წყაროდ იქცეოდა, მაგრამ ზღვა დროდადრო ამოვარდნილი ქარიშხლის გამო სუფთა და ჯანსაღია. სულიერი თვალსაზრისით, ჩვენს სულს, ჩვენი სულის ზღვასაც იგივ...
იხილეთ სრულად
ნავსადგურების მთელ ნაგავსა და სიბინძურეს ზღვაში ყრიან და ღელვა რომ არა, იგი ინფექციის წყაროდ იქცეოდა, მაგრამ ზღვა დროდადრო ამოვარდნილი ქარიშხლის გამო სუფთა და ჯანსაღია.სულიერი თვალსაზრისით, ჩვენს სულს, ჩვენი სულის ზღვასაც იგივე ემართება. სხვადასხვა ვნებისა და დაუდევრობის გამო მასში თანდათანობით სიბინძურე გროვდება, რასაც თავის უწმინდურობას ეშმაკიც ამატებს. ჩვენ ვერ ვხედავთ, ღმერთმა კი იცის, თუ რამდენი ჭუჭყი დაგვიგროვდა და ზღვას ჩვენს განსაწმენდად ...