საშიშია, შებრალების ღირსია მდგომარეობა ქრისტიანისა, რომელსაც ლოცვა არ შეუძლია. ბედნიერებაში იგი ქედმაღალი და ამპარტავანია, უბედურებაში – სულმოკლე და მოწუწუნე; გზააბნეულობისას დამმოძღვრელი არ ჰყავს, სისუსტის ჟამს – დასაყრდენი, განს...
იხილეთ სრულად
საშიშია, შებრალების ღირსია მდგომარეობა ქრისტიანისა, რომელსაც ლოცვა არ შეუძლია. ბედნიერებაში იგი ქედმაღალი და ამპარტავანია, უბედურებაში – სულმოკლე და მოწუწუნე; გზააბნეულობისას დამმოძღვრელი არ ჰყავს, სისუსტის ჟამს – დასაყრდენი, განსაცდელის ჟამს კი – მეგობარი (იაკ. 5, 16; რომ. 15, 30).
ლოცვის საფუძველია აზრი – „შენ ყოველივე ხარ, მე კი არაფერი“. ეს მისი გრანიტის საძირკველია. ხდება ერთგვარი იდუმალი შეერთება ღმერთისა სულთან: სული მადლს უსმენს, მადლი კი სულს. ამის შესახებ მოციქული პავლე ასე ამბობს: „უმეტეს მათ ყოველ...
იხილეთ სრულად
ლოცვის საფუძველია აზრი – „შენ ყოველივე ხარ, მე კი არაფერი“. ეს მისი გრანიტის საძირკველია. ხდება ერთგვარი იდუმალი შეერთება ღმერთისა სულთან: სული მადლს უსმენს, მადლი კი სულს. ამის შესახებ მოციქული პავლე ასე ამბობს: „უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი“(თ. 15, 10)
ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარის გულისთქმები და გრძნობები იქაა, სადაც მისი სიმდიდრეა. ის განუწყვეტლივ ღელავს: როგორ დაიცვას, როგორ გაზარდოს ის. ლოცვის დროსაც კი ფულზე ფიქრობს. მკვდარი და ცივია მისი ლოცვა, ეს მარტოოდენ გარეგნულ...
იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარის გულისთქმები და გრძნობები იქაა, სადაც მისი სიმდიდრეა. ის განუწყვეტლივ ღელავს: როგორ დაიცვას, როგორ გაზარდოს ის. ლოცვის დროსაც კი ფულზე ფიქრობს. მკვდარი და ცივია მისი ლოცვა, ეს მარტოოდენ გარეგნული მისაგებელია ღვთისადმი, რადგან მას არა ღმერთის, არამედ ფულის იმედი აქვს, ის გახდა მისთვის ღმერთი. ვერცხლისმოყვარის გული ქვასავით მაგრდება, ლოცვა მასში პრაქტიკულად არანაირ კვალს არ ტოვებს, როგორც ფოლადის საჭრეთელი ალმასზ...