ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

შემოქმედმა ადამიანი მთელ მიწიერ სამყაროზე აამაღლა, მიანიჭა გონება და თავისუფლება. განაშვენა თავისი ხატებით და ამით მისი განსაკუთრებული, მაღალი დანიშნულება გამოკვეთა. ადამიანის სულიერი თვალთახედვა ღმერთისა და სულიერი სამყაროსკენ არის მიმართული, სხეულებრივი კი ნივთიერ სამყაროს აღიქვამს. შემოქმედმა ადამიანი მთელ მიწიერ სამყაროზე

ყოველი ადამიანი ერთადერთია, განუმეორებელია, თითოეული ადამიანი უკიდურესად ღირებულია ღმერთთან მიმართებაში, სხვა ადამიანებთან მიმართებაში. უღმერთოს ხანდახან ავიწყდება ადამიანი, როგორც ცალკეული პიროვნება და ფიქრობს მასზე, როგორც საზოგადოების ან კაცობრიობის ნაწილზე. ყოველი ადამიანი ერთადერთია, განუმეორებელია

ღმერთმა შეჰქმნა ადამიანი ცოცხალ გონიერ არსებად, რომელიც აქ, ქვეყნიურ, წუთიერ ცხოვრებაში როგორღაც წარიმართება და შემდეგ სხვა ადგილას, ანუ ზეცად, მომავალ საუკუნო ცხოვრებად გადასახლდება; და შეჰქმნა იგი, – ჰოი, მიუწვდომელო საიდუმლოებავ! – აღჭურვილი ღმერთისაკენ მსწრაფველი ძალითა და უნარით, ანუ შეჰქმნა ისეთ არსებად, რომელსაც ძალუძს განღმრთობა ღვთაებრივი განათლებისა და შემოქმედ ღმერთთან ზიარების გზით, მაგრამ რომელიც არ გარდაიქმნება საღმრთო არსობრიობად. ღმერთმა შეჰქმნა ადამიანი ცოცხალ გონიერ

ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული, თავისუფალი ნების მქონე, მოკლებული ყოველგვარ საზრუნავსა და ურვა–მწუხარებას, შემკული ყოველგვარი სიკეთითა და სათნოებებით – შეჰქმნა თითქოსდა მეორე სამყარო, მცირე – დიდში, შეჰქმნა ანგელოზის მსგავსი, სხეულის მქონე – სულიერი და გონიერი არსება, როგორც ახალი ანგელოზი, რომელიც თაყვანს სცემს და განადიდებს შემოქმედ ღმერთს; შეჰქმნა იგი შეზავებული ორი ბუნებისაგან – სულისა და სხეულისაგან, მჭვრეტელად მთელი ხილული ქმნილებისა, შემმეცნებელად და მიმწვდომად გონიერი ქმნილების საიდუმლოებებისა, მეუფედ და მთავრად ყოველივე იმისა, რაც კი არსებობს და არის ამქვეყნად, მაგრამ შეჰქმნა, ამავე დროს, დაქვემდებარებულადაც მასზე მაღლა მდგომ ხელმწიფებაზე; შეჰქმნა როგორც ქვეყნიერიც და ზეციურიც ერთსა და იმავ დროს, შეჰქმნა დროებითიც და მარადიულიც, ხილულიც და გონებით მისაწვდომიც, როგორც საშუალო დიდებულსა და კნინს შორის, შეჰქმნა ერთდროულად სულის მქონედაც და სხეულის მქონედაც, – სულისა მადლის მიერ, სხეულისა კი – მის მოსაზღუდად ამპარტავნებისაგან, ანუ სულის მქონედ იმისთვის, რომ ადამიანი უცვალებელი დარჩენილიყო და მარადის თავისი კეთილისმყოფელი უფალი ღმერთი განედიდებინა, სხეულის მქონედ კი – იმისთვის, რომ ვნებულიყო, ეტანჯა და ამის ძალით მარადის ხსომებოდა თავისი თავი და დანიშნულება – თუ ვინ არის, რას წარმოადგენს და რისთვის შეიქმნა. ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა უბიწო, მართალი

ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შეჰქმნა. უცოდველიო, რომ ვამბობთ, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ თითქოს, იგი მიდრეკილიც არ იყო ცოდვისაკენ და სრულიად განშორებოდა მას, – არა, არამედ ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეცოდების შესაძლებლობა თვით ადამიანის ბუნებაში როდი მდგომარეობდა, – იგი თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული და ამ ნებიდან გამომდინარეობდა, ხოლო უცოდველი მხოლოდ ერთი ღმერთია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთაებრივი მადლის შეწევნით ადამიანს შეეძლო, თუკი ამას ნამდვილად ისურვებდა, მარადის სიკეთეში ჰგიებულიყო და სათნოებაში წარმატებულად ეცხოვრა, თუმცა, იმავდროულად, თავისუფალი ნებელობის ძალით, ასევე შეეძლო განშორებოდა სიკეთეს და ბოროტებას მიმთხვეოდა, რამეთუ სათნოებად ვერ მიიჩნევა ის, რაც გარედან იძულებით კეთდება. ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით

სახიერმა ღმერთმა ანგელოზები შექმნა, თუმცა მათი ნაწილი ამპარტავნებისაგან დაეცა და ეშმაკად გადაიქცა. ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ქმნილება – ადამიანი – რათა მას ანგელოზთა დაცემული დასი შეეცვალა. ამიტომ ეშმაკს განსაკუთრებით შურს ადამიანის – ღვთის ქმნილებისა. სახიერმა ღმერთმა ანგელოზები შექმნა, თუმცა

როგორადაც ადამიანი ორი – სულიერი და ნივთიერი – ბუნების მქონე, ამგვარადვე მთელი ქმნილი სამყაროც ორგვარია: ხილული და არახილული. ადამიანის თითოეულ ამ ბუნებაში ცალ–ცალკე აღესრულება ესა თუ ის ქმედებანი, რაც იმაზეა დამოკიდებული, ვის რა სურს და ვინ რისთვის ირჯება. ამგვარსავე მსგავსებას ვხედავ ცხადსა და სიზმრისეულ ჩვენებებს შორის. რაც აწუხებს ადამიანის სულს და რაც გონებაში აქვს, სწორედ ის ეზმანება მას ძილში... ასე, რომ ვინც მუდამ საღმრთოზე ფიქრობს და ზეციურს ესწრაფვის, იმას ხილვებსა და ჩვენებებშიც საღმრთო და ზეციური ევლინება. როგორადაც ადამიანი ორი – სულიერი და ნივთიერი

მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც განუყოფლადაა შეერთებული ღმერთთან, მთელი თავისი სიღრმით, შეიძლება იწოდებოდეს ადამიანად. ამიტომ მხოლოდ ქრისტეს პიროვნებაში ჩახედვით შევძლებთ ვისწავლოთ, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი. მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც განუყოფლადაა

მაღალია ადამიანის ღირსება. აბა, იხილე, თუ ვითარ დიდნი და მშვენიერნი ქმნილებანი არიან ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მაგრამ მათში კი არ ინება შემოქმედმა ღმერთმა დამკვიდრება და მოსვენება, არამედ მხოლოდ ადამიანში. ამიტომაც ადამიანი ყველა სხვა ქმნილებაზე უფრო აღმატებული და ღირებულია ღმერთისთვის, და იმადაც კი გავკადნიერდები, რომ ვიტყვი: ადამიანი არათუ ხილულ ქმნილებებზე უფრო აღმატებული და ღირებულია, არამედ უხილავ, სულიერ ქმნილებებზეც, ანუ ღმერთის მსახურ სულებზე, ანგელოზებზეც კი. რამეთუ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებზე კი არ ბრძანა შემოქმედმა ღმერთმა – ჩვენს ხატად და მსგავსად შევქმნათო (დაბად. 1, 26), არამედ მხოლოდ ადამიანის გონიერ არსებაზე, – მის უკვდავ გონიერ სულზე თქვა ასე. ამიტომაც წერილ არს: „დაიბანაკებს ანელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნნეს იგინი“ (ანუ ადამიანები, ფსალმ. 33, 8). მაღალია ადამიანის ღირსება. აბა, იხილე, თუ

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანი „შედგება უნივთო და გონიერი სულისაგან და ნივთიერი სხეულისაგან“ (სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება, ნაწ. I, პასუხი მე–18 კითხვაზე); მაშასადამე, იგი შედგება ორი ნაწილისაგან, და ეს სწავლება არის როგორც ძველი აღთქმის, ასევე ახალი აღთქმის სწავლება. ძველ აღთქმაში მოსე, აღწერს რა ადამიანის წარმოშობას, ცხადად განარჩევს მასში ორ ნაწილს: ერთს, რომელიც შეიქმნება მიწისაგან, და მეორეს, რომელსაც შთაჰბერავს მასში ღმერთი: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი, მტვერისა მიმღებელმან ქვეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოვლად“ (დაბად. 2,7). მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანი

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2