სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
სათნოების მოსაგრეობაში წარმატებულთათვის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება იგივეა, რაც სანაპიროსთან ახლოს მყოფი წყალქვეშა ქვები, რომლებიც ხანგრძლივი ცურვის შემდეგ უკიდურეს სასიკვდილო საფრთხეს უქმნიან მათ, ვინც გადაურჩნენ გემის ჩაძირვ... იხილეთ სრულად
პატივმოყვარის მიერ აღსრულებული სათნოება "შემუსვრილი მსხვერპლია" (ლევ. 22, 22) და ღვთის სამსხვერპლოზე შეწირული არ იქნება.
როგორც ნაყოფი ნესტიან ადგილას მალე ფუჭდება, ასევე კვდება პატივმოყვარეობით აღსრულებული სათნოება.
ყურადღება მივაქციოთ საკუთარ თავს და ვიზრუნოთ მსუბუქზე, ვიდრე ადვილია, რათა არ დამძიმდეს, რადგან სათნოებაც და ცოდვაც მცირედან იწყება და დიდ სიკეთემდე ან ბოროტებამდე მივყავართ.
ცოდვა თავისთავად სასჯელია (იერ. 2, 19; რომ. 2, 9), ისევე, როგორც სათნოება თავისთავად ჯილდოა (მათე 5, 6).
ვერაგი მტერი არა მხოლოდ ვნებებით, არამედ თვით სათნოებებითაც კი წააბორძიკებს ადამიანს.
ნუ იფიქრებ, რომ თუნდაც სულ ცოტათი მაინც ზნეობრივი გახდი, ვიდრე თავს ყველაზე უარესად არ ჩათვლი
ყოველთვის იმაზე კი ნუ იფიქრებ, რაც გაქვს, არამედ იმაზე, რაც არ გაქვს; უფრო მეტად უნდა წუხდე იმ სათნოებებზე, რომლებიც არ გაქვს, ვიდრე თავი მოგქონდეს იმით, რაც გაქვს.
ბევრი აღასრულე თუ ცოტა - შენი წოდებით - ღვთის სადიდებლად, თავს ნუ აღიმაღლებ ამით, არამედ თავმდაბლად თქვი: "არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემ თანა" (1 კორ. 15, 10).