image
წყარო: სულიერი მდელო [გვ. 465]

რატომ მოხდა, რომ ამაყ ფარისევლებს, რომლებიც უფალმა გველებს, ანუ განკიცხულ სულთა რიცხვს მიაკუთვნა,

რატომ მოხდა, რომ ამაყ ფარისევლებს, რომლებიც უფალმა გველებს, ანუ განკიცხულ სულთა რიცხვს მიაკუთვნა, "იქედნეს ნაშობნი" (მათე 23, 33) - გველთა განსაკუთრებული ჯიშის სახელი ეწოდათ? იქედნე პატარა, ძლივს შესამჩნევი, ბრმა გველია, მაგრამ შეიარაღებულია უძლიერესი, მომაკვდინებელი შხამით. ასევე ამპარტავნებაც სულის უძლურებაა, ძლივს შესამჩნევი, ხშირად ადამიანის უღრმესი თავმდაბლობით წარმოდგება, რომელსაც ადამიანები სიწმიდედ და ვნებათაგან თავისუფლებად შერაცხავენ, მაგრამ იგი კლავს სულს და მისთვის ყოველგვარი სათნოება შეუძლებელი ხდება. იქედნე ბრმაა; ბრმაა ამპარტავნებაც. მისგან დაბრმავებული ვერც ხედავს და ვერც გრძნობს ღმერთს, მოკლებულია მართალ ხედვას - საკუთარი თავისა და ადამიანთა მიმართ.
 
თემატური კითხვები
0