შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
იქმოდე საქმესა დაუშრომელსა, და უწყოდე, ვითარმედ ძილითა გვირგვინი ვერ მოიგების, რამეთუ მღვიძარენი და მშრომელნი და მლოცველნი გვირგვინოსან იქმნებიან, და არავინ უშრომელად კეთილსა მიემთხუევის კაცთაგანი
თუ გსურს, ძმაო, შეიტყო რა კარგი და საქები არის კაცი შრომისმოყვარე, წარმოიდგინე: ოდესცა შენ იმუშავებ დილითგან საღამომდის, მაშინ გიხარიან და მადლობ ღმერთსა, და თუ რომელიმე დღე უქმად გაატარე, იმ დღეს შენ თვითონაც მოწყენილი ხარ. მაშას... იხილეთ სრულად
გიყვარდეს მუშაკობა და შრომა, ეცადე და შენის შრომით შეინახე შენი თავი და შენი ოჯახი. ოდესაც ღმერთი მოგცემს საკმაოდ საზრდოს, ესე იგი საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს, – მადლობა შესწირე ღმერთსა და ცოტაოდენი შენი ნაშრომისაგან განუყავი ობო... იხილეთ სრულად
ვინც უქმად ატარებს თავის დროებას, იგი ქრისტიანი არ არის. ვინც თავის შრომით არ არჩენს თავის თავს, ვინც სცხოვრობს და რჩება სხვისი ნამუშევრით და შრომით, იგი ამაოდ ამძიმებს დედამიწასა.
წმიდათა მამათა, უდაბნოსა შინა მცხოვრებთა, რასაკვირველია, ჩვენზე უკეთ ესმოდათ, რა სახით უნდა სცხოვნდეს კაცი, და რას გვასწავლიდნენ იგინი? როგორც რომ გამოვიდოდნენ წირვითგან, ან ცისკრითგან, მაშინვე დაიწყებდნენ მუშაობასა. ერთს წამს უქმ... იხილეთ სრულად
კაცი უქმი, მცონარე, რომელსა არ უყვარს გარჯილობა, ვერ გამდიდრდება სულიერადაც. სათნოების და წმიდა ზნეობის შეძენას დიდი შრომა და მოღვაწება უნდა.
რაც გინდა მდიდარი იყოს კაცი, მაინც არ უნდა დაუტევოს შრომა. წინააღმდეგ ამისა, თუ მან განისვენა, იგი ზარმაცდება, მიეჩვევა უქმობასა, და უქმობა შთააგდებს მას მრავალთა ცოდვათა შინა და ბოლოს სიმდიდრესაც დაჰკარგავს იგი და ყოველსა სულიერს... იხილეთ სრულად
ღმერთს ის სურს და ის იამება, რომ ჩვენ ყოველთვის შრომაში და მოღვაწეობაში ვიყოთ და არა თუ უქმად ვატარებდეთ დროებასა.
ბედნიერი არის ქვეყანა, რომელსა შინა ყოველი მცხოვრებნი, დიდნი და მცირენი არიან შრომისმოყვარენი; თავის შრომაზე და მეცადინეობაზე აქვთ იმედი და მათგან ელიან წარმატებასა. საწყალი და საბრალო არის ის ქვეყანა, სადაცა უმრავლესნი პირნი შესჩ... იხილეთ სრულად