აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვების სულიერ ამაღლებას, ხელი შევუწყოთ მათი ნორჩი, შეურყვნელი გულის კულტურის სრულყოფას.
სიყვარულით უნდა აღვზარდოთ და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს. ადამიანის სიცოცხლის მთავარი აზრიც ის არის, რომ უყვარდეს სხვა, უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ბუნება, უყვარდეს კეთილნი და ბოროტნი, უყვარდეს ყველა.
ვის არ უნდა, რომ საკუთარი შვილი კარგად აღზარდოს, მაგრამ ამას ბევრი ვერ ახერხებს, რადგან ცოტას თუ ესმის, როგორი სული შეესატყვისება თანამედროვეობას. ჩვენი ეპოქა ტექნიკის სულით არის გაჯერებული, სახელმწიფო გადატრიალებებით, მოჩვენებითი... იხილეთ სრულად
როდესაც ვლაპარაკობთ სულიერ, ზნეობრივ და გონებრივ განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ზრუნვას ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდაზე.
მშობლები წუხან, ტირიან შვილების უდიერი საქციელის გამო, თუმცა უმეტესწილად თვითონ არიან დამნაშავენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ გაზარდეს ისინი.
ღირსმა პახომი დიდმა, ძველი დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მეუდაბნოე მამამ, ზეპირად იცოდა მთელი სახარება და, ღმერთის მითითებით, თავის მოწაფეებსაც აუცილებელ პირობად უყენებდა მის შესწავლას. ამრიგად, სახარება მათ ყველგან თან ახლდა დ... იხილეთ სრულად