თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, ციტატები, გამონათქვამები
გამოუსწორებლადაც რომ მიგაჩნდეს საკუთარი თავი, იმედს ნურასოდეს დაკარგავ. თუკი იარების მიუხედავად დამდაბლება მაინც გვიჭირს, რამდენად უფრო ძნელია ეს, როცა რაიმეს წარმოადგენ.
განსაცდელი ჩვენც გვჭირდება დასამდაბლებლად, თუმცა კი ბუნებით მდაბალნი, მიწისგან შექმნილნი ვართ და ჩვენი საქმეებიც ნაგევი და ბზეა“.
შვილო, მოთმინება იქონიე განსაცდელში, რომელსაც ღვთის სახიერება შენს სულს უგზავნის, უფრო მეტი სარგებელი რომ მიიღო. უნდა გიხაროდეს, რადგან ჩანს, რომ უფალს შენი სულიერი წინსვლა სურს, უმთავრესად სიმდაბლეში.
მწუხარება ცოდვებისა და მათი ეპიტიმიისგან ათავისუფლებს იმ ადამიანს, რომელიც სიხარულითა და შეგნებით ითმენს. სულიერი ხასიათიც ყალიბდება: ადამიანი მოწყალე, თავმდაბალი და მშვიდი ხდება.
მწუხარება მოდის, რომ ღმერთს დაგვაახლოოს, რადგან სევდით შეჭირვებული და დამწუხრებული გული რბილდება და მდაბლდება. დამდაბლებულ გულს კი ღმერთი მოხედავს. „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“ (ფსალმ. 50, 17). „ვის ზე... იხილეთ სრულად