მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
მიეცით მოწყალება ყველას, ვინც ქრისტეს სახელით ითხოვს, ზედმეტი და ხშირად არასწორი განსჯის გარეშე, იმის შიშით, რომ ვისაც მოწყალება მიეცით, თვით ქრისტე არ იყო.
განაგრძე მიწიერი მოწყალება და გაგრძელდება ზეციური წყალობა შენს მიმართ
როცა გაჭირვებულს რაიმეს აძლევ, შენი სახის მხიაული გამომეტყველება უნდა უსწრებდეს შენს მიერ მიცემულს, მისი მწუხარება კი კეთილი სიტყვებით ანუგეშე.
გულითადი დამოკიდებულების გარეშე აღსრულებული მოწყალების საქმე იგივეა, რაც - სხეული სულის გარეშე.
მოწყალება ის კი არ არის, რომ მხოლოდ ფული მისცე, არამედ ის, რომ ქრისტიანული გულმოწყალებით მისცე.