სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი, რაც უფრო მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, მით უკეთ ხედავს თავის თავს და აქედან გამომდინარე - თავის ცოდვებსაც, (უცოდველი არავინაა) და ეუფლება გრძნობა სინანულისა და სურვილი გამოსწორებისა.
"განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა" (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და ბოლოს, არ... იხილეთ სრულად
მღვდლის წინაშე თქმული აღსარება აუცილებელი პირობაა სინანულისა, რადგანაც მოძღვარს ღვთისაგან აქვს მინიჭებული უფლება ცოდვათა მიტევებისა.
ცოდვა უცხო, არაბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანისა და მისგან კაცი მხოლოდ სინანულითა და აღსარებით თავისუფლდება.
კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს მცირედს და თვით მოგაგებს დიდებულს, შენგან ელის მიზეზს, რათა დაგაჯილდოვოს ცხონებით. შესწირე მას ცრემლნი შენნი და მან მოგანიჭოს შენდობა (თხზ. ტ. II, გვ. 322-323).
როდესაც სინანულის გზას შეუდგები, ნუ იქნები უგრძნობელი და გულქვა, არამედ სცან დაცემა შენი და იგლოვდე ცოდვათათვის შენთა. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: სტიროდე არა უბრალოდ, არამედ მწარედ, ვითარცა პეტრე; სულისა შენისა სიღრმეთაგან გადმოღვ... იხილეთ სრულად
სიტყვა სინანული არა მარტო საკუთარი ცოდვების შეგნებას ნიშნავს, არამედ თვითშეგნების გარდაქმნასაც, როდესაც პიროვნება ღმრთისადმი, მოყვასისადმი, თვით თავისი თავისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების ახლებურად გააზრებას იწყებს. ასეთი ადამ... იხილეთ სრულად