ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, დემონი, გამონათქვამები, ციტატები
გინდა, არ დაუთმო ეშმაკს და წინააღმდეგობა გაუწიო მას?! - დაუთმე ადამიანებს და წინააღმდეგობას ნუ გაუწევ მათ, ბოროტებას ბოროტებით ნუ გადაუხდი.
ღმერთმა მცნებად მოგვცა მტრობა მხოლოდ გველთან (შესაქმე 3, 15) - კაცთმოძულე ეშმაკთან
ეშმაკები არაერთგზის წარმომდგარან ნათლის ანგელოზების და მოწამეების სახით და სიზმარში უჩვენებიათ, თითქოს ჩვენ მათთან მივდივართ. გაღვიძებულებს სიხარული და ამპარტავნება გვავსეს.
ეშმაკი აბრკოლებს ყოველი კეთილი საქმის წამოწყებას, ეს არის კიდევაც სიკეთის ნიშანი. ამიტომაც ამ ნიშნით შეიძლება დაასკვნა, რომ დაწყებული საქმე უფლის ნებითაა.
განსაკუთრებით უფრთხილდი სასოწარკვეთილების დემონს. აბუჩად ნუ აიგდებ მას. როცა ის ეუფლება სულს, აძინებს და ძალას ართმევს. ეს დიდი დემონია, ის ადამიანის სულში სხვა დემონებთან ერთად იჭრება.
როდესაც საზარელი მხედრობა მოდის, როცა ღვთაებრივი სულისამომხდელები უბრძანებენ სულს სხეულიდან გასვლას და როცა ძალით მიგვიტაცებენ და მიგვიყვანენ გარდუვალ სამსჯავროდ, მაშინ მათი მხილველი საბრალო ადამიანი ერთიანად ძრწის, თითქოს მიწა იძ... იხილეთ სრულად
როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა, სასტიკთა და უწყალოთა, ურიცხვთა მათ დემონთა, რომელნიც წარმოდგებიან, ვითარცა ბნელი ეთიოპელნი. და რამეთუ ხილვაცა ოდენ მათი ყოველ სატანჯველ... იხილეთ სრულად
ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლში იწვოდე, რომ არ დაიწვა იმით, რითაც - დემონები