1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები დ...
იხილეთ სრულად
1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები და ასე უთხრა მათ: "უღირსნო და უკეთურნო, ყოველგვარი სიკეთისგან დაკლებულნო, ჩემი საქონლის ძაღლთა ღირსადაც არ მეგულვით თქვენ" (იობ. 30. 1,4). ვისაც სურს, რომ მივიდეს ამ ჭეშმარიტ მრისხანებამდე, იგი მოიკვეთს ყველა თავის ნება-ს...
link
მრისხანება დაფარული სიძულვილის ხსოვნაა, ე.ი. - ბოროტმეხსიერება. მრისხანება არის განმარისხებელისთვის ბოროტის მიგების სურვილი.
69. მცოდველთა მიმართ ნუ განვრისხდებით, თუნდაც რომ დანაშაული იყოს, რაც ჩაიდინეს, ღირსი სასჯელისა, არამედ, როგორც თვით სამართალი მოითხოვს ამას, დამნაშავეთა მოქცევა გვმართებს და დასჯაც მათი, თუ საჭიროა, ან თვით ჩვენგანვე ან სხვათა მ...
იხილეთ სრულად
69. მცოდველთა მიმართ ნუ განვრისხდებით, თუნდაც რომ დანაშაული იყოს, რაც ჩაიდინეს, ღირსი სასჯელისა, არამედ, როგორც თვით სამართალი მოითხოვს ამას, დამნაშავეთა მოქცევა გვმართებს და დასჯაც მათი, თუ საჭიროა, ან თვით ჩვენგანვე ან სხვათა მიერ, მაგრამ მათ მიმართ განრისხება ან გულისწყრომა არ ეგების, რადგან რისხვა ვნების შესაბამისად მოქმედებს მხოლოდ, არათუ - განმსჯელობისა და სიმართლის ნიშნით. ამასთან, არც ის გვმართებს, რომ ვიწონებდეთ არაჯეროვნად შემწყნარებლე...
link
12. ჭეშმარიტად შეჰფერით ადამიანებს, რომ ჩვევები და თავიანთი მოქალაქეობა ჯეროვნად დახვეწონ, რადგან ამ მხრივ წარმატების მიღწევის შემდეგ ადვილად შეცნობადი ხდება ღვთისეულნი. მართლაც, მთელი გულითა და რწმენით ღვთის თაყვანისმცემელი მისივ...
იხილეთ სრულად
12. ჭეშმარიტად შეჰფერით ადამიანებს, რომ ჩვევები და თავიანთი მოქალაქეობა ჯეროვნად დახვეწონ, რადგან ამ მხრივ წარმატების მიღწევის შემდეგ ადვილად შეცნობადი ხდება ღვთისეულნი. მართლაც, მთელი გულითა და რწმენით ღვთის თაყვანისმცემელი მისივე წინაგანგების შესაბამისად იმორჩილებს მრისხანებასა და გულისთქმას, ვინაიდან ყოველივე ბოროტების მიზეზი გულისთქმა და მრისხანებაა
link
სამართლიანი შეურაცხყოფის, მოძღვრისაგან მიღებული უპატიობისა და სასჯელის ჟამს, მართლმსაჯული ღმერთის სამსჯავრო გავიხსენოთ და ჩვენში დანერგილ მწუხარებასა და პირუტყვულ მრისხანებას როგორც ორლესული მახვილით, ისე გავანადგურებთ სიმშვიდითა ...
იხილეთ სრულად
სამართლიანი შეურაცხყოფის, მოძღვრისაგან მიღებული უპატიობისა და სასჯელის ჟამს, მართლმსაჯული ღმერთის სამსჯავრო გავიხსენოთ და ჩვენში დანერგილ მწუხარებასა და პირუტყვულ მრისხანებას როგორც ორლესული მახვილით, ისე გავანადგურებთ სიმშვიდითა და მოთმინებით.
link
წერილი სულიერ შვილს. ამრიგად, რაკიღა გითხარი, რომ შენს გვერდით ვარ, მაშინ, როცა მრისხანებ, როცა მზად ხარ იფეთქო, საკუთარ თავს უთხარი: "ბერის სიყვარულის გამო, რომელიც იტირებს, როცა ამას შეიტყობს, არ გავბრაზდები და არ ვიურჩებ...
იხილეთ სრულად
წერილი სულიერ შვილს. ამრიგად, რაკიღა გითხარი, რომ შენს გვერდით ვარ, მაშინ, როცა მრისხანებ, როცა მზად ხარ იფეთქო, საკუთარ თავს უთხარი: "ბერის სიყვარულის გამო, რომელიც იტირებს, როცა ამას შეიტყობს, არ გავბრაზდები და არ ვიურჩებ. ვის და როდის უნახავს სარგებელი ურჩობისაგან, რომ მე ვნახო ახლა?"
link
სწავლა ნჱ. მრისხანებისათვისვე
სწავლა ნზ. მრისხანებისათვისვე
სწავლა ნვ. თავი ით. მრისხანებისათვის
მთელი ძალ-ღონით ეცადე, რომ სულის მშვიდობა დაიცვა და კაცთაგან მომავალმა შეურაცხყოფამ არ შეგაშფოთოს. ამისათვის ყველანაირად უნდა ესწრაფო მრისხანების დაოკებას, გულისა და გონების დაცვას განუწყვეტელი განბნევისაგან...