წმიდა აკაკი, მელიტინელი ეპისკოპოსი
პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა
ღირსი იაკობი, ნიზიბიელი ეპისკოპოსი
მას შემდეგ, რაც ძე უფლისა განსხეულდა, ჩვენ ვიცით, რომ წმინდანთა ყველა ზეციური ზემოქმედებანი მისგან მომდინარეობდნენ და მომდინარეობენ: მისგან გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე, მისგან მოიქცა სავლე მდევნელი პავლე მოციქულად, მისგან იყო...
იხილეთ სრულად
მას შემდეგ, რაც ძე უფლისა განსხეულდა, ჩვენ ვიცით, რომ წმინდანთა ყველა ზეციური ზემოქმედებანი მისგან მომდინარეობდნენ და მომდინარეობენ: მისგან გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე, მისგან მოიქცა სავლე მდევნელი პავლე მოციქულად, მისგან იყო სხვა მრავალი სასწაულიც, რომელიც დღეს დღედ აქცევს, ხოლო ღამეს ღამედ, ვიდრე ჩვენს დღემდე; მისგან არიან საიდუმლო ნიშნები, ბუნების საოცარი მოვლენები, იდუმალი ხმები, კეთილი სიზმრები და ის დანარჩენი მოვლენები, ადამიანს კეთილ ...
link
განა შესაძლებელია, კმაყოფილებისა და ნეტარების იმ მდგომარეობის წარმოდგენა, როგორშიც მართალთა სულები არიან სიკვდილის შემდეგ? "რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუა...
იხილეთ სრულად
განა შესაძლებელია, კმაყოფილებისა და ნეტარების იმ მდგომარეობის წარმოდგენა, როგორშიც მართალთა სულები არიან სიკვდილის შემდეგ? "რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა" (1 კორ. 2, 9). მათი სხეულები აღდგომისას სრულ გარდასახვამდე უკვე იღებენ სასწაულებრივ ძალას, არ იხრწნებიან კუბოში და კეთილსურნელებას აფრქვევენ მორწმუნეთათვის.
link
რწმენით აღსრულებული ლოცვის სასწაული მრავალფეროვანი და დიდია. ლოცვამ შეაჩერა წყალდიდობა, უშვილოებს შვილები უბოძა, დააცარიელა მეომართა რიგები, გაყო ზღვა, გააპო იორდანე, შეაჩერა მზისა და მთვარის მსვლელობა, გამოიყვანა გახურებულ ბრძმედ...
იხილეთ სრულად
რწმენით აღსრულებული ლოცვის სასწაული მრავალფეროვანი და დიდია. ლოცვამ შეაჩერა წყალდიდობა, უშვილოებს შვილები უბოძა, დააცარიელა მეომართა რიგები, გაყო ზღვა, გააპო იორდანე, შეაჩერა მზისა და მთვარის მსვლელობა, გამოიყვანა გახურებულ ბრძმედში დაყრილები, უფსკრულისაგან გადაარჩინა ზღვის მიერ შთანთქმულნი.
link