როცა კაცი რაიმე საქმის მოსაგვარებლად კეთილს, მორიდებულსა და თავმდაბალს მიმართავს, თუ სწადს მიზნის მიღწევა, თვითონაც ცდილობს, რომ მას (კეთილს) დაემსგავსოს, ასევე ქრისტიანიც, როცა ღმერთს, მის ყოვლადწმინდა დედას, ანგელოზებსა თუ წმინდ...
იხილეთ სრულად
როცა კაცი რაიმე საქმის მოსაგვარებლად კეთილს, მორიდებულსა და თავმდაბალს მიმართავს, თუ სწადს მიზნის მიღწევა, თვითონაც ცდილობს, რომ მას (კეთილს) დაემსგავსოს, ასევე ქრისტიანიც, როცა ღმერთს, მის ყოვლადწმინდა დედას, ანგელოზებსა თუ წმინდანებს მიმართავს თავისი ლოცვის წარმატებისათვის, შეძლებისდაგვარად უნდა ცდილობდეს, რომ თავად ღმერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდანებსა და ანგელოზებს მიბაძოს. ეს სწორედ რომ საიდუმლოა ღმერთთან მიახლოებისა და ლოცვის წარმა...
link
ადამიანის გული ხან უახლოვდება ღმერთს, ხანაც შორდება და ამის გამოა ხან მშვიდობა და სიხარულია მასთან, ხანაც შფოთი, შიში, სივიწროვე, ხან სიცოცხლე და ხანაც კვდომა სულიერი. ღმერთთან მიახლოება უმეტესად განსაცდელებით ხდება, როცა ღვთის გა...
იხილეთ სრულად
ადამიანის გული ხან უახლოვდება ღმერთს, ხანაც შორდება და ამის გამოა ხან მშვიდობა და სიხარულია მასთან, ხანაც შფოთი, შიში, სივიწროვე, ხან სიცოცხლე და ხანაც კვდომა სულიერი. ღმერთთან მიახლოება უმეტესად განსაცდელებით ხდება, როცა ღვთის გარდა არავის ძალუძს ჩვენი შველა, ვისაც ასეთ დროს მთელი გულით მივმართავთ და ასე ვუახლოვდებით; ხოლო განშორება და დაცილება მისგან მიწიერი კმაყოფილება - ფუფუნებისას ხდება, რაც ჩვენში ძველი, მშვინვიერი ადამის აღზევებას იწვევს დ...
link
ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
link
მთელი გასაჭირი ჩემს უხილავ აზრებსა და გულშია და მიტომაა, უხილავი მაცხოვარი, გულების მკურნალი რომ მჭირდება
ჰოი, სიმტკიცეო ჩემო, იესო ქრისტე! სინათლეო გონებისა ჩემისა! მშვიდობაო, სიხარულო, სიფართოვეო გულისა, დიდება შენდა! დიდე...
იხილეთ სრულად
მთელი გასაჭირი ჩემს უხილავ აზრებსა და გულშია და მიტომაა, უხილავი მაცხოვარი, გულების მკურნალი რომ მჭირდება
ჰოი, სიმტკიცეო ჩემო, იესო ქრისტე! სინათლეო გონებისა ჩემისა! მშვიდობაო, სიხარულო, სიფართოვეო გულისა, დიდება შენდა! დიდება შენდა, ჩემო მფარველო, უხილავ მტრებს რომ არ უთმობ ჩემ თავს და მის ხელში არ მტოვებ, ვინც მიხშობს გულსა და გონებას და ასე ცდილობს მომიშხამოს ყველაზე მგრძნობიარე ადგილები, სათავეები ჩემი სიცოცხლისა.
link
შინაგანი კაცი დილით, გაღვიძებულზე, წყლის ზედაპირზე ამომხტარი თევზივითაა, თავისუფალია ამსოფლიური ამაოებისაგან, საკუთარი სხეულის სიბნელის, ეშმაკის ცდუნებისაგან. დროის ყველა სხვა მონაკვეთში კაცს თვალები შეუღწევი ბნელი აქვს დაფარული, ...
იხილეთ სრულად
შინაგანი კაცი დილით, გაღვიძებულზე, წყლის ზედაპირზე ამომხტარი თევზივითაა, თავისუფალია ამსოფლიური ამაოებისაგან, საკუთარი სხეულის სიბნელის, ეშმაკის ცდუნებისაგან. დროის ყველა სხვა მონაკვეთში კაცს თვალები შეუღწევი ბნელი აქვს დაფარული, თვალებზე მჭიდროს, მტკივნეულად აქვს გადაჭერილი სახვევი და ვეღარ გაურჩევია მშვენიერი და სულიერი საგნების ნამდვილი სახე და ნირი. არ გამოგეპაროთ, ჩაეჭიდეთ დილის საათებს, რომელიც ამ წარმავალი ცხოვრებისეული ძილის მერე თითქოსდა...
link
ადამიანის სახის მშვენებამ არ დაგატყვევოს, სულს დააკვირდი მისას. ნურც მისი სამოსელით მოიხიბლები (სხეულიც დროებითი სამოსელია), ის იკითხე, რა კაცია ის, ვისაც ეს სამოსი ეკუთვნის? მდიდრული სახლების ყურებას ნუ მიჰყვები, პატრონისა იკითხე...
იხილეთ სრულად
ადამიანის სახის მშვენებამ არ დაგატყვევოს, სულს დააკვირდი მისას. ნურც მისი სამოსელით მოიხიბლები (სხეულიც დროებითი სამოსელია), ის იკითხე, რა კაცია ის, ვისაც ეს სამოსი ეკუთვნის? მდიდრული სახლების ყურებას ნუ მიჰყვები, პატრონისა იკითხე, თორემ ამით ადამიანს, ღვთის ხატებას შეურაცხყოფ, უპატიო საქციელად დაურჩება მეფეს, თუკი ქედს უხრი მის მონას და თავად მას, ღმერთს, იოტისოდენ პატივსაც არ მიაგებ. ასევე, წიგნის თვალისმომჭრელ გამოცემას ნუკი ჩივი, რა წერია შიგ...
link
„ის, საითკენაც ჩვენ მივეშურებით, მეტისმეტად მაღლაა, ხოლო ის, რასაც ჩვენ ამქვეყნად დავტოვებთ, მეტისმეტად უმნიშვნელოა. ამქვეყნად ძალზე მწირია ყოველი ჩვენი კეთილი საქმე, სათნოება, ჭეშმარიტების ჩვენეული გაგება. ამიტომაც, ამქვეყნად არა...
იხილეთ სრულად
„ის, საითკენაც ჩვენ მივეშურებით, მეტისმეტად მაღლაა, ხოლო ის, რასაც ჩვენ ამქვეყნად დავტოვებთ, მეტისმეტად უმნიშვნელოა. ამქვეყნად ძალზე მწირია ყოველი ჩვენი კეთილი საქმე, სათნოება, ჭეშმარიტების ჩვენეული გაგება. ამიტომაც, ამქვეყნად არაფერია იმაზე მშვენიერი, ვიდრე ვნების (ტანჯვის) მიღება სიმართლისათვის“. (არქიეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი).
link
როგორ დამოკიდებულებას გვავალებს ქრისტეს სჯული სიმართლის მდევნელთა მიმართ? ზიზღითა და მტრობით კი არ უნდა ვუპასუხოთ მათ, არამედ სიმშვიდითა და კეთილგანწყობით. ჩვენ კი როგორ ვექცევით მათ, ვინც ცნობისმოყვარეობით ან უცოდინრობით გამოავლე...
იხილეთ სრულად
როგორ დამოკიდებულებას გვავალებს ქრისტეს სჯული სიმართლის მდევნელთა მიმართ? ზიზღითა და მტრობით კი არ უნდა ვუპასუხოთ მათ, არამედ სიმშვიდითა და კეთილგანწყობით. ჩვენ კი როგორ ვექცევით მათ, ვინც ცნობისმოყვარეობით ან უცოდინრობით გამოავლენს ჩვენთვის რაიმე მიუღებელს? – ვჯავრობთ და გაბოროტებული ვაძლევთ შენიშვნას. უფლება რომ ვინმემ მოგვცეს, კინწისკვრით გავაგდებდით და კარგადაც ვცემდით... ამ საქციელით ვის გავახარებთ? მხოლოდ მტერს, რომელიც ჩვენი ბოღმით, სიძულვ...
link
ჩვენი ყოველდღიური საქციელი ადამიანებთან ურთიერთობაში ერთგვარად ჩვენი ლოცვის ხარისხსაც განსაზღვრავს. აბა როგორები ვართ ადამიანებთან ურთიერთობისას? ხანდახან ცივად, უგულოდ (მხოლოდ იმიტომ, რომ თავს მოვალედ ვთვლით, ან უბრალოდ ჩვეულებას...
იხილეთ სრულად
ჩვენი ყოველდღიური საქციელი ადამიანებთან ურთიერთობაში ერთგვარად ჩვენი ლოცვის ხარისხსაც განსაზღვრავს. აბა როგორები ვართ ადამიანებთან ურთიერთობისას? ხანდახან ცივად, უგულოდ (მხოლოდ იმიტომ, რომ თავს მოვალედ ვთვლით, ან უბრალოდ ჩვეულებას ვიცავთ) ველაპარაკებით, ვაქებთ, მადლობას ვუხდით, ვუკეთებთ რამეს. ხან კი იგივენაირ საქციელს, სიყვარულს ვაყოლებთ თან, - ხან გულწრფელები ვართ, ხან თვალთმაქცები. ზუსტად ასე არაერთგვაროვნად ვექცევით ღმერთსაც და ეს სწორი როდია...
link
ყველა ცოდვილი აზრის, სურვილისა და საქციელის ფესვი თავმოყვარეობაა, ხოლო მისი შედეგი მწარეა – ჩვენი სულის მისწრაფება უსასრულოდან სასრულისაკენ, ღმერთიდან საკუთარი თავისაკენ. ესაა ჩვენი სულის სამი მთავარი ძალის – გონების, ნებისა და გუ...
იხილეთ სრულად
ყველა ცოდვილი აზრის, სურვილისა და საქციელის ფესვი თავმოყვარეობაა, ხოლო მისი შედეგი მწარეა – ჩვენი სულის მისწრაფება უსასრულოდან სასრულისაკენ, ღმერთიდან საკუთარი თავისაკენ. ესაა ჩვენი სულის სამი მთავარი ძალის – გონების, ნებისა და გულის მოძრაობა უკუღმართი მიმართულებით, როცა ისინი დაკმაყოფილებას ეძებენ გრძნობისმიერ ცხოვრებაში, ნაცვლად იმისა, რომ ღმრთისკენ იყვნენ მიმართულნი. ჩვენი თავმოყვარეობა გამოიხატება ოცნებისმიერ ყოვლისმცოდნეობაში, თვითამაღლებასა...