თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
როგორი სახიერია ღმერთი! ჩემნაირი ცოდვილები კი, რომლებმაც ზეციერი მამის უსაზღვრო მოწყალება უგულებელყვეს, სამართლიანად წარწყმდებიან.
თავდაცვა გაამაგრე. ყოველ საღამოს აღსარება თქვი ხოლმე სულიერ დედასთან, მორჩილება და სიმდაბლე და სიყვარული ყველასადმი. ამგვარად გასაჭირს იმსუბუქებ.
სიხარულით ზიდე შენი ჯვარი და მარად მადლობდე ღმერთს, რომელიც სრულიად უბიწოდ გიცავს. დაამდაბლე გულისსიტყვა, რადგან ღვთის გარეშე ვერაფერს შეძლებ.
რა დაგრჩენია? სრული მოთმინება, სიმხნევე განსაცდელში და უსაზღვრო მადლიერება ჩვენი სულების საუკეთესო განმგებლის მიმართ, რასაც მადლიანი სიმდაბლეც უნდა ახლდეს თან.
არ შეიძლება და არც შეგვშვენის, რომ უფლის სწავლების დროს გულისწყრომამ მოგვიცვას. ყველაფერი სიმდაბლით და მორჩილებით უნდა დავითმინოთ, რადგან უფლის სწავლების მიზანია სულის უძვირფასესი ჯანმრთელობა მოგვანიჭოს.