ავადმყოფობისთვის ცუდის მომასწავებელი ნიშანია, როცა ექიმი უკვე ნებას რთავს, ის ჭამოს და სვას, რაც ესიამოვნება: როგორც ჩანს, ექიმმა უკვე მისი გაჯანსაღების იმედი დაკარგა და მას სიკვდილის გარდაუვალ მსხვერპლად მიიჩნევს. ზუსტად ასევე ექ...
იხილეთ სრულად
ავადმყოფობისთვის ცუდის მომასწავებელი ნიშანია, როცა ექიმი უკვე ნებას რთავს, ის ჭამოს და სვას, რაც ესიამოვნება: როგორც ჩანს, ექიმმა უკვე მისი გაჯანსაღების იმედი დაკარგა და მას სიკვდილის გარდაუვალ მსხვერპლად მიიჩნევს. ზუსტად ასევე ექცევა ღმერთი ცოდვილსაც, რომელმაც ვერ შეძლო ესარგებლა მისი მადლის ნიჭით. მაშინ ნებას გვაძლევს, ვაკეთოთ ყოველივე, რაც ჩვენს გრძნობებს ეამება (ფს. 80, 12,13; რომ. 1, 21-24).
როცა მამა შვილს დაუსჯელად ტოვებს და თავის ნებაზე მიუშვებს, აშკარავდება, რომ მან ზურგი აქცია და განიშორა იგი; ასევე, როცა უფალი ადამიანს დატოვებს დაუსჯელად, იმის მიმანიშნებელია, რომ მან ღვთის წყალობისგან განაძევა იგი. და ასეთ ადამი...
იხილეთ სრულად
როცა მამა შვილს დაუსჯელად ტოვებს და თავის ნებაზე მიუშვებს, აშკარავდება, რომ მან ზურგი აქცია და განიშორა იგი; ასევე, როცა უფალი ადამიანს დატოვებს დაუსჯელად, იმის მიმანიშნებელია, რომ მან ღვთის წყალობისგან განაძევა იგი. და ასეთ ადამიანს სხვა არაფერი ელის, გარდა - საკუთარ თავზე მოწევნული ღვთის რისხვისა.
თუკი მიხვდები, რომ არსებობს მარადიულობა, და გონებაში წარმოიდგენ, რაოდენ მძიმეა მარადიული დიდების მოკლება და გეენიის ცეცხლში ჩავარდნა, რასაც დემონებიც უფრთხიან: ნებისმიერი სატანჯველის დათმენას ამოირჩევ და ღმერთს მადლობას შესწირავ მ...
იხილეთ სრულად
თუკი მიხვდები, რომ არსებობს მარადიულობა, და გონებაში წარმოიდგენ, რაოდენ მძიმეა მარადიული დიდების მოკლება და გეენიის ცეცხლში ჩავარდნა, რასაც დემონებიც უფრთხიან: ნებისმიერი სატანჯველის დათმენას ამოირჩევ და ღმერთს მადლობას შესწირავ მისი მამობრივი გულმოწყალე სასჯელის გამო
უმჯობესია ყოველგვარი სასჯელის აქ, უფლის ხელიდან დათმენა, და მარადიულ მომავალ ცხოვრებაში ნუგეშის მიღება, ვიდრე აქ დაუსჯელი ყოფნა და სიკვდილის შემდეგ ღვთის მარადიული რისხვის დათმენა, რომელსაც ვერაფრით აიცილებენ თავიდან ამქვეყნად დაუ...
იხილეთ სრულად
უმჯობესია ყოველგვარი სასჯელის აქ, უფლის ხელიდან დათმენა, და მარადიულ მომავალ ცხოვრებაში ნუგეშის მიღება, ვიდრე აქ დაუსჯელი ყოფნა და სიკვდილის შემდეგ ღვთის მარადიული რისხვის დათმენა, რომელსაც ვერაფრით აიცილებენ თავიდან ამქვეყნად დაუსჯელი და გამოუსწორებელი ცოდვილები
უკეთესია, მთელი ცხოვრება ტიროდე ზეციური ნუგეშის იმედით, ვიდრე ცხოვრება განუწყვეტელი სიამოვნებებით გაატარო, რათა შემდეგ სასოწარკვეთილმა მარადიულად არ იგლოვო.