მებრძოლი ეკლესია იარსებებს მეორედ მოსვლის შემდეგაც, ოღონდ ახალი ფორმით, - მოზეიმე ეკლესიის სახით, ცოდვებზე გამარჯვებულ ნათლის შვილთა და ღვთის ძეთა კრებულის სახით.
არ არის საკმარისი მხოლოდ ჩვენი სიტყვიერი აღმსარებლობა, არც ღრმა თეოლოგიური ცოდნა, არც წესების შესრულება, აუცილებელია ყოველი ჩვენგანის პირადი მოღვაწეობაც, ქმედებებში გამოვლენილი ჩვენი ბრძოლა გამარჯვებისათვის.
ახლა, ამ ღამეს, მთელ კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს კვლავ ეუწყება ანგელოზის საოცარი სიტყვები, პირველად ბეთლემელმა მწყემსებმა რომ გაიგონეს: „...მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი, რადგან დღეს დავითის ქალაქში დ...
იხილეთ სრულად
ახლა, ამ ღამეს, მთელ კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს კვლავ ეუწყება ანგელოზის საოცარი სიტყვები, პირველად ბეთლემელმა მწყემსებმა რომ გაიგონეს: „...მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი, რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი…“ (ლუკა 2,11) და მსოფლიოს კვლავაც ეფინება ზეციური საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკა 2,14).ანთებული სანთლებით მწყემსებთან და მოგვებთან...