თუკი სუსტი საგანი, რომელიც მყარს შეეჯახება, ზოგჯერ იმსხვრევა, ბუნებაში მრავალ ისეთ მოვლენასაც ვხვდებით, როცა დაბრკოლებისას საგნის ძალა იზრდება და უფრო მტკიცდება. მდინარე ჩუმად მიადინებს თავის წყლებს, როცა მისი კალაპოტი ფართოა: სწრ...
იხილეთ სრულად
თუკი სუსტი საგანი, რომელიც მყარს შეეჯახება, ზოგჯერ იმსხვრევა, ბუნებაში მრავალ ისეთ მოვლენასაც ვხვდებით, როცა დაბრკოლებისას საგნის ძალა იზრდება და უფრო მტკიცდება. მდინარე ჩუმად მიადინებს თავის წყლებს, როცა მისი კალაპოტი ფართოა: სწრაფად და ძლიერად მიისწრაფის მაშინ, როცა გარშემო ვიწრო, კლდოვანი ნაპირები აწვება. ბჟუტავს და სრულიად ქრება ნაპერწკალი, როცა ჰაერი არ მოძრაობს: ხოლო დიდ კოცონად გადაიქცევა, როცა ქარი ცეცხლს გააღვივებს. ქრისტიანი, არ მცონარე...
როგორც მაგარ ხეებს ძირ-ფესვიანად ვერ ამოთხრის ქარის შემოტევა, თუნდაც მრავალი მხრიდან უტევდეს მას, პირიქით, ამით ხეს უფრო მყარსა და მტკიცესაც კი ხდის. ასევე სულს, რომელიც წმიდად და კეთილზნეობრივად ცხოვრობს, განსაცდელები და მწუხარებ...
იხილეთ სრულად
როგორც მაგარ ხეებს ძირ-ფესვიანად ვერ ამოთხრის ქარის შემოტევა, თუნდაც მრავალი მხრიდან უტევდეს მას, პირიქით, ამით ხეს უფრო მყარსა და მტკიცესაც კი ხდის. ასევე სულს, რომელიც წმიდად და კეთილზნეობრივად ცხოვრობს, განსაცდელები და მწუხარებები ვერ დასცემენ, არამედ მასში კიდევ უფრო მეტ მოთმინებას გამოიწვევენ, როგორც მათ ნეტარი იობი გახადეს უფრო დიდებული და პატივცემული.
ცნობილია, რომ ფუტკრები თაფლის შეგროვებისას მწარე საზრდელით იკვებებიან. ჩვენც მხოლოდ მაშინ შევძლებთ ღვთივსათნო საქმეების აღსრულებას, ან სათნოებათა თაფლის მოგროვებას, როცა მწუხარების პურს ვიგემებთ და მოთმინებაში ვიცხოვრებთ.
თაფლი, რომელიც კვლიავის მწარე მცენარისგან კეთდება, საუკეთესოდ ითვლება. სიკეთეც, რომელიც ცხოვრებისეული განსაცდელების ჟამს, ტანჯვა-წამებით აღესრულება, უმაღლესი სიკეთეა.
ეკლები, რომლებიც ვარდს გარს ერტყმიან, მას ვერც ფერს და ვერც კეთილსურნელებას ვერ წაართმევენ: განსაცდელი და ტანჯვა-წამება ჭეშმარიტ ქრისტიანს ბრწყინვალებას მატებს.
როგორც ისრაელს არ შეეძლო, მიეღო აღთქმული ქანაანის მიწა მანამდე, ვიდრე სხვადასხვა მტერს არ დაამარცხებდა: ასევე მორწმუნე სული საკუთარ თავს არ უნდა შეჰპირდეს ზეციურ სასუფეველს, ვიდრე არ დასძლევს სხვადასხვა განსაცდელსა და მწუხარებას.