ახალგაზრდების ნაწილი, მიმბაძველობით ან თავისი წრის ზემოქმედებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქცევა. თუმცა ბევრი მათგანი ეკლესიაში დადის (ხოლო ვინც არ დადის, რწმენის მიმართ პატივისცემა მაინც აქვს), მაგრამ ეს სათანადოდ ვერ აისახე...
იხილეთ სრულად
ახალგაზრდების ნაწილი, მიმბაძველობით ან თავისი წრის ზემოქმედებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქცევა. თუმცა ბევრი მათგანი ეკლესიაში დადის (ხოლო ვინც არ დადის, რწმენის მიმართ პატივისცემა მაინც აქვს), მაგრამ ეს სათანადოდ ვერ აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სამეგობროებში არსებულ ასეთ მდგომარეობაზე მისი თითოეული წევრი არის პასუხისმგებელი, განსაკუთრებით კი ისინი, რომელნიც ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობენ. ისინი კარგად უნდა დაუფიქრდნენ თავიანთ ცხ...
XX საუკუნის ბოლოს აღორძინებულ ეროვნულ მოძრაობას მრავალი ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდა და ბევრმა მის იდეალებს სიცოცხლეც შესწირა. დღეს ასპარეზზე უკვე სხვა ახალგაზრდები არიან. საჭიროა, არ დაიკარგოს თაობათა ერთობა და ეროვნულ ფასეულობ...
იხილეთ სრულად
XX საუკუნის ბოლოს აღორძინებულ ეროვნულ მოძრაობას მრავალი ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდა და ბევრმა მის იდეალებს სიცოცხლეც შესწირა. დღეს ასპარეზზე უკვე სხვა ახალგაზრდები არიან. საჭიროა, არ დაიკარგოს თაობათა ერთობა და ეროვნულ ფასეულობათა დაცვა ახალი მოთხოვნების შესაბამისად გაგრძელდეს.
ჭეშმარიტება ერთია და მას მეტოქეობას სხვა ნახევრადჭეშმარიტებანი ვერ გაუწევს. ეს არ არის ამპარტავნება და სხვათა ზემოდან ყურება, რადგან ჭეშმარიტება დამსახურებისამებრ არ მოიპოვება, არამედ იგი ერს ღვთისაგან ეძლევა.