მოიძებნა 274 ჩანაწერი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
690. რისი სახეა მეფე საული?
საული ბუნებითი რჯულია, რომელსაც უფლის მიერ წილად ხვდა თავდაპირველად ებატონა ბუნებაზე, მაგრამ რადგან ურჩების გამო დაარღვია მცნება და ვნებებისაკენ ქვედაცურდა, მეფობისაგან განიდევნა, რათა ისრაელი (მის ნაცვლად) მიეღო დავითს, ე.ი. სულის რჯულს, მშობელს მშვიდობისა, – მჭვრეტელობითი ტაძრის ღვთისადმი ბრწყინვალეს მშენებელისა.
63. შეიძლება თუ არა რაიმეს შეცვლა წმ. მოციქულთა და კრებათა დადგენილებებში?
არავისა აქვს უფლება, არც მეფეს და არც მღვდელთმოძღვარს, სარწმუნოებაში რაიმე ახალი კანონი შემოიტანოს. არამედ, რაც თავიდანვე წმ. მოციქულებმა დააწესეს და წმ. კრებებმა დაამტკიცეს, ერთი იოტა ან ერთი ბეწვიც არ შეიცვალოს. ხოლო თუ ვინმე გაბედავს შეცვლას, მიმატებას, ან დაკლებას, ასეთს კათოლიკე ეკლესია შეაჩვენებს.