სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


სინანულის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება

წმ. წინასწარმეტყველმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ (მათე 3,2). სინანულისა და შინაგანი სრულყოფის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება. წმ. წინასწარმეტყველმა იოანე ნათლისმცემელმა

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა, იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და "ღრჭენა კბილთა" მოსდევს, არა ბატონებო, ეს იმისთანა განკითხვაა საცა თითონ ბრალეული თავისის-თავის გამკითხველია და მსაჯული, "კბილთა ღრჭენას" და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო, რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისი ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილ-უბტრალოდ არ გააქარწყლოს. დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე

image
image თემა: სინანული
ავტორი: წმ. ილია მართალი
წყარო: ილია
უკეთური საქმეებით, აზარტულ დაწესებულებებში მოგებული ფულით, უშრომველად მოპოვებული ფულით კეთილი საქმეების კეთების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანს აქვს სინანული თავისი იმ ცოდვების მიმართ, რომლითაც ეს თანხა მოიპოვა

მოუნანიებელი ადამიანი ყველაზე უგუნურია ამ ქვეყნად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ სიმძიმე ადევს გულზე, რადგან არ ინანიებს, რომ გათავისუფლდეს ამ პატარა ჯოჯოხეთიდან, კიდევ უფრო უარესისკენ რომ მიაქანებს – მარადიული ჯოჯოხეთისკენ, - არამედ იმიტომაც, რომ მიწაზე სამოთხისეულ სიხარულს იკლებს, სიხარულს, რომელიც გრძელდება და სამოთხეში ღვთის სიახლოვეში უფრო მეტად ძლიერდება. მოუნანიებელი ადამიანი ყველაზე უგუნურია ამ

ყველაზე ნეტარნი კი ისინი არიან, რომლებმაც უაღრესი სინანული აჩვენეს სულიერი ტკივილითა და შინაგანი გულშემუსვრილობით განზავებული, და ამგვარად დაამხეს ამპარტავანი მტერი; საკუთარი დაუმორჩილებელი ხორცი მოღვაწეობით დათრგუნეს და სულს დაუქვემდებარეს, თავიანთი სინანულით კი (ღვთისაკენ მოქცევით) ზეცას უდიდესი სიხარული მოუვლინეს. ყველაზე ნეტარნი კი ისინი არიან, რომლებმაც

ისინი, რომლებსაც უნდათ, რომ სხვები მისთვის ირჯებოდნენ, თვითონ კი არავის არაფერს აძლევენ და ღმერთს მუდამდღე სთხოვენ, მისთვის კი ცოდვებსაც ვერ იმეტებენ (მონანიებით), ღვთისათვის სრულიად უცხოვდებიან და თვითონვე ებარებიან კაცისმკვლელს ხელში. რადგანაც მათ საკუთარი თავისადმი სიყვარული მოიმოღვაწეს, ამიტომ ბუნებრივია, რომ მათ სულში დიდი მოუსვენრობა აღმოცენდა და ჯოჯოხეთურ სატანჯველს უკვე ამ ცხოვრებაშივე ეზიარებიან. ისინი, რომლებსაც უნდათ, რომ სხვები მისთვის

"განიბანენით", - ეუბნება ღმერთი ცოდვილებს, - "წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქუენთა წინაშე თუალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქუენთა და მოვედით და შევიტყუნეთ (მოდით და ვისაუბროთ)" (ეს. 1, 16-18). რითი მთავრდება ღმერთის ეს სამსჯავრო, სინანულის სამსჯავრო, რომლისკენაც ღმერთი ნიადაგ მოუწოდებს ცოდვილს მისი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე? თუ კაცი აღიარებს ცოდვებს, თავს-იდებს გულწრფელ სინანულს და ცოდვილ ცხოვრებას დაუტევებს, მაშინ ღმერთი თავის სამსჯავროზე ასეთ განჩინებას გამოიტანს: "უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო, ხოლო უკუეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი გავასპეტაკო" (იქვე).
და თუკი ქრისტიანი შეურაცხყოფს ღმერთის ამ უკანასკნელ, მრავალმოწყალე გაფრთხილებას, მაშინ ეუწყოს მისგან საბოლოო წარწყმედა: "ხოლო უკუეთუ არა გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახვილმან შეგჭამნესთ თქუენ, რამეთუ პირი უფლისა იტყოდა ამათ" (იქვე, 20), ამინ. განიბანენით, - ეუბნება ღმერთი ცოდვილებს, -

აღსარების საიდუმლოთი აღიხოცება ყოველი ცოდვა, ჩადენილი სიტყვით, საქმით, გულისხმისყოფით. იმისათვის, რომ გულიდან ამოიძირკვოს დიდი ხნის ფესვგადგმული ცოდვილი ჩვევები, დროა საჭირო, საჭიროა მუდმივი სინანული. მუდმივი სინანული კი ნიშნავს გულის მუდმივ შემუსვრილებას, მუდმივ ბრძოლას გულისთქმებთან და გრძნობებთან, რომლებიც გულში ჩაბუდებული ცოდვილი ვნებების გამოვლინებას წარმოადგენენ, ხორციელი გრძნობებისა და მუცლის დათრგუნვას, სიმდაბლით ლოცვას და ხშირ აღსარებას. აღსარების საიდუმლოთი აღიხოცება ყოველი ცოდვა

ვინც განზრახ, შეგნებულად სცოდავს იმის იმედით, რომ მერე მოინანიებს, ის თვით ღმერთის მიმართ იქცევა მზაკვრულად. განზრახ და შეგნებულად მცოდველს უცაბედი სიკვდილი ეწევა და არ ეძლევა ის დრო, რომელიც შესანანებლად ჰქონდა განსაზღვრული. ვინც განზრახ, შეგნებულად სცოდავს იმის იმედით

ცოდვების აღიარებით ირღვევა მათთან კავშირი. ცოდვების მოძულება ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია, ღმრთის სათნო ცხოვრების წესის არჩევის ნიშანი. თუ ცოდვების ჩადენას მიეჩვიე, მათ აღიარებასაც მოუხშირე და მალე გათავისუფლდები ცოდვათა ტყვეობისგან, მაშინ კი მსუბუქად და სიხარულით შეუდგები უფალ იესო ქრისტეს. ცოდვების აღიარებით ირღვევა მათთან კავშირი.

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2