სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
ნუ იტყვით, რომ დათმობა სისუსტის ნიშანია. რა უფრო მეტია - საკუთარ თავზე გამარჯვება, ღვთის წყალობის მიღება და კეთილშობილი ადამიანის სახელი, თუ ის, რომ ზოგიერთმა უგუნურმა ადამიანმა სისუსტისთვის დაგცინოს? არა, ამ შემთხვევაში ძალგვიძს,... იხილეთ სრულად
უნდა ილოცო მტრებისთვისაც: ისინი, უმეტეს შემთხვევაში, თვითონაც ვერ ხედავენ რას ჩადიან, მაგრამ ხომ არიან ჩვენი კეთილისმყოფელნი?! თავიანთი თავდასხმებით სათნოებებში განგვამტკიცებენ, მიწაზევე ამდაბლებენ ჩვენს სულს, ზეცაში კი სამოთხის გ... იხილეთ სრულად
თუ სათნოება შენს მტერში მშვენივრად არ გეჩვენება, ხოლო ნაკლი - საძაგლად შენს მეგობარში, განა შეგიძლია, თქვა ან იფიქრო, რომ გიყვარს სათნოება და გძულს ნაკლი?
მოწყალე ადამიანები მტერში სათნოებას რომ შენიშნავენ, ურიგდებიან მას, ხოლო უზნეო მეგობარს სცილდებიან, თუ იგი გამოუსწორებელია.
ვინც სხვას თავის მოწყალებას აყვედრის, ის სათნოებას არ იქმს, არამედ სახელს უტეხს მას.
ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ; ამ წესის აღსრულება სიკეთეა. გაუკეთე სხვებს ის, რაც გინდა, რომ შენ გაგიკეთონ - ესაა სათნოება.
როგორც ერთი წვეთი საფუარი ამოიყვანს მთელ გობ აფუებულ ცომს, ასევე ერთ ადამიანში მყოფი მომაკვდინებელი ცოდვა გადაედება მრავალს, რის გამოც ისე ხდება, რომ ერთი არაწმიდა მოხერხებულად გადააცდენს ხოლმე ჭეშმარიტების გზიდან მრავალ სათნო ადა... იხილეთ სრულად
არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე - რაიმე ცუდის გადაღება. ხდება ისიც, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მივბაძოთ ვინმეს დიდ სათნოებას, მაგრამ ძალიან ადვულად შეგვიძლია, შევითვისოთ მისი ნაკლოვანებები.