მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
ის კი არ არის ჭეშმარიტად გულმოწყალე, რომელიც მოჭარბებულიდან აძლევს, არამედ ის, ვინც საჭიროსაც მოიკლებს ღატაკებისათვის.
ღატაკებს შეუძლიათ, სხვა ღატაკებისათვის ითხოვონ, გაუნაწილონ მათ თავიანთი პური, იშრომონ მათთვის, დაეხმარონ ავადმყოფობის, გასაჭირის, დევნის ჟამს.
შენი შესაძლებლობებისა და მდგომარეობის შესაბამისად მოწყალე იყავი; ღატაკსაც შეუძლია, ღატაკს დაეხმაროს. ქველმოქმედების საშუალებები და ხერხები ამოუწურავია.
თუ ბევრი გაქვს, ბევრი გაეცი; თუ ცოტა გაქვს, სიამოვნებით გაუნაწილე ის ცოტა ღარიბებს
მცირე თანხას ღვთის წინაშე მადლმოსილი გულმოდგინება ფასდაუდებელს ხდის
მოწყალების ძალა იმაში კი არ არის: ბევრს გაიღებ თუ ცოტას, არამედ იმაში, რომ მისცე არანაკლები, ვიდრე - შეგიძლია.
მოწყალების გაღება მაინც შეგიძლია, ძალიან ღარიბიც რომ იყო, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე - გთხოვენ.
თითქმის არ არსებობს არცერთი ღარიბი, რომელსაც სამართლიანად შეეძლოს მოწყალების საქმისათვის თავის არიდება