გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება, განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია. ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ - ფსალმუნება, სხვა დროს კი - დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩას...
იხილეთ სრულად
გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება, განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია. ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ - ფსალმუნება, სხვა დროს კი - დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩასწვდეს წმ. წერილის სხვადასხვა ადგილს, რომელთა შესწავლაც უკვე მოასწრო.მაშ ასე, როცა შენ გონებას აწვდი რაიმე კარგს, იმას, რაც მოსწონს, მას ძალა ემატება, ისევე, როგორც სხეულს - საკვებისგან, რომელსაც იღებს. მაგრამ როცა აძლევ ...
link
უვნებელობა აჩვენა მან, ვინც თქვა: "გონება ქრისტესი გვაქუს"
ყოველგვარი ლოცვისას გონებამ მისდიოს და შეიმეცნოს ის, რასაც ლოცულობ და ამბობ. რადგან, თუ შენ თვითონ არ გესმის, რასაც წარმოთქვამ, როგორღა მოილაპარაკებ ღმერთთან, რომ სათხოვარი აღგისრულოს? თუკი ამას დაიმარხავ, კეთილ-გეყოფა, ცხონდ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი ლოცვისას გონებამ მისდიოს და შეიმეცნოს ის, რასაც ლოცულობ და ამბობ. რადგან, თუ შენ თვითონ არ გესმის, რასაც წარმოთქვამ, როგორღა მოილაპარაკებ ღმერთთან, რომ სათხოვარი აღგისრულოს?თუკი ამას დაიმარხავ, კეთილ-გეყოფა, ცხონდები და მეც გამახარებ. ხოლო თუკი მცონარების გამო იურჩებ, მრავალთა ტანჯვის მიზეზი გახდები
link
ნუ დატოვებ გონებას უქმად, რომ ცუდი არ ისწავლო. ნუ მისცემ შენს თავს იმის უფლებას, რომ სხვათა ნაკლი დაინახო, რადგან თავადაც ვერ მიხვდები, ისე აღმოჩნდები მზაკვარის შემწე და კეთილში განუსწავლელი. უმეცრულად შენი სულის მტრის მოკავშირე ნ...
იხილეთ სრულად
ნუ დატოვებ გონებას უქმად, რომ ცუდი არ ისწავლო. ნუ მისცემ შენს თავს იმის უფლებას, რომ სხვათა ნაკლი დაინახო, რადგან თავადაც ვერ მიხვდები, ისე აღმოჩნდები მზაკვარის შემწე და კეთილში განუსწავლელი. უმეცრულად შენი სულის მტრის მოკავშირე ნუ გახდები
link