უფალს ყოველთვის უნდა ვთხოვოთ სულიერი მშვიდობა, რათა მოხერხებული იყოს ჩვენთვის უფლის მცნებების შესრულება. რამეთუ უფალს უყვარს ისინი, რომელნიც ცდილობენ მისი ნების შესრულებას და ასე ღებულობენ უდიდეს სიმშვიდეს ღმერთში. ღმერთის ნების შ...
იხილეთ სრულად
უფალს ყოველთვის უნდა ვთხოვოთ სულიერი მშვიდობა, რათა მოხერხებული იყოს ჩვენთვის უფლის მცნებების შესრულება. რამეთუ უფალს უყვარს ისინი, რომელნიც ცდილობენ მისი ნების შესრულებას და ასე ღებულობენ უდიდეს სიმშვიდეს ღმერთში. ღმერთის ნების შემსრულებელი ყველაფრით კმაყოფილია, თუნდაც ღარიბი იყოს, ავადმყოფიც, თუნდაც იტანჯებოდეს, იმიტომ, რომ მას ამხნევებს ღმერთის მადლი. ხოლო ვინც უკმაყოფილოა თავისი ბედით, დრტვინავს ავადმყოფობაზე, ან იმაზე ვინც აწყენინა, დაე იცოდ...
რა უნდა გავაკეთოთ, რათა გვქონდეს სულში და სხეულში მშვიდობა? ამისათვის ყველა უნდა გვიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი და სიკვდილისათვის უნდა ვიყოთ მზად ყოველ წუთს. როცა სულს ახსოვს სიკვდილი, მაშინ მოდის მორჩილებაში, მთლიანად ეძლევა ღმ...
იხილეთ სრულად
რა უნდა გავაკეთოთ, რათა გვქონდეს სულში და სხეულში მშვიდობა? ამისათვის ყველა უნდა გვიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი და სიკვდილისათვის უნდა ვიყოთ მზად ყოველ წუთს. როცა სულს ახსოვს სიკვდილი, მაშინ მოდის მორჩილებაში, მთლიანად ეძლევა ღმერთის ნებას, სურს ყოფნა ყველასთან მშვიდობიანად და ყველა უყვარს. როცა ქრისტესმიერი მორჩილება შემოდის სულში, მაშინ მას უხარია იჯდეს, როგორც იობი ჩირქში, სხვებს კი ხედავდეს დიდებაში. მაშინ სულს უხარია, რომ იგი ყველაზე უარე...
ისწავლო ქრისტესმიერი მორჩილება - ეს არის უდიდესი სიკეთე; ადვილი და საამოა მორჩილების დროს ცხოვრება. მხოლოდ მორჩილს ეცხადება უფალი სულიწმიდით; თუ არ ვიქნებით მორჩილი, ღმერთს ვერ ვიხილავთ. მორჩილება არის ნათელი, რომელშიც ჩვენ შეგვიძ...
იხილეთ სრულად
ისწავლო ქრისტესმიერი მორჩილება - ეს არის უდიდესი სიკეთე; ადვილი და საამოა მორჩილების დროს ცხოვრება. მხოლოდ მორჩილს ეცხადება უფალი სულიწმიდით; თუ არ ვიქნებით მორჩილი, ღმერთს ვერ ვიხილავთ. მორჩილება არის ნათელი, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ნათელი - ღმერთი. უფალმა მასწავლა მე, ვამყოფო თავი ჯოჯოხეთში და არ წარვიკვეთო სასო. ასე ხდება მორჩილი ჩემი სული, მაგრამ ეს კიდევ არ არის ნამდვილი მორჩილება, რომლის აღწერა შეუძლებელია. როცა სული მიდის ღმერთი...
ჭეშმარიტად სულიერი ცხოვრება მხოლოდ მორჩილებაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული და ეს საფუძველი მუდმივად უნდა ღრმავდებოდეს და მტკიცდებოდეს. მხოლოდ მორჩილ გულში მოქმედებს ღმერთი, მხოლოდ მორჩილისათვის ავლენს თავის ძალას. მამებს აქვთ აფორიზ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად სულიერი ცხოვრება მხოლოდ მორჩილებაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული და ეს საფუძველი მუდმივად უნდა ღრმავდებოდეს და მტკიცდებოდეს. მხოლოდ მორჩილ გულში მოქმედებს ღმერთი, მხოლოდ მორჩილისათვის ავლენს თავის ძალას. მამებს აქვთ აფორიზმი: "ღმერთი გამგონეს უგონებს".
წმიდა მამები ასწავლიდნენ: "მადლი იმ გზით ბრუნდება, რა გზითაც დატოვა მან ადამიანი". ჩვენ ყველანი დავეცით ადამში ღვთისადმი მისი ურჩობით, ამიტომ ჩვენი ცოდვების საფუძველი - ჩვენი გახრწნილი, ურჩი ნებაა. მისი გამრთელება მხოლოდ მორჩილები...
იხილეთ სრულად
წმიდა მამები ასწავლიდნენ: "მადლი იმ გზით ბრუნდება, რა გზითაც დატოვა მან ადამიანი". ჩვენ ყველანი დავეცით ადამში ღვთისადმი მისი ურჩობით, ამიტომ ჩვენი ცოდვების საფუძველი - ჩვენი გახრწნილი, ურჩი ნებაა. მისი გამრთელება მხოლოდ მორჩილებითაა შესაძლებელი, ეკლესიისადმი, იერარქიისადმი, სულიერი ხელმძღვანელებისადმი მორჩილებით. მათი სახით ქრისტეს ვემორჩილებით. მორჩილება თავმდაბლობას ბადებს. სიმდაბლე მადლს ადამიანის სულში მოქმედების საშუალებას აძლევს და მაშინ ა...
შეუძლებელია მონაზვნობა მორჩილების გარეშე, როგორც სიცოცხლე სუნთქვის გარეშე; მორჩილება - ეს მონაზვნის სუნთქვაა. მორჩილების გარეშე მონაზონი ოდნავ თუ განსხვავდება ერისკაცისაგან.
უფალი მორჩილ მონაზვნებს მათი მორჩილების გამო სულიერი ნიჭით აჯილდოვებს, მათ შორის უწყვეტი ლოცვით - ამ მონაზვნური სიხარულით. მორჩილს მრავალრიცხოვან საქმეებს შორის შესაძლოა შინაგანი მდუმარება ჰქონდეს, ხოლო ურჩი მარტოობაშიც კი აზრთა კ...
იხილეთ სრულად
უფალი მორჩილ მონაზვნებს მათი მორჩილების გამო სულიერი ნიჭით აჯილდოვებს, მათ შორის უწყვეტი ლოცვით - ამ მონაზვნური სიხარულით. მორჩილს მრავალრიცხოვან საქმეებს შორის შესაძლოა შინაგანი მდუმარება ჰქონდეს, ხოლო ურჩი მარტოობაშიც კი აზრთა კორიანტელით დაბრკოლდეს. ამიტომ, დაე, ახსოვდეთ მონაზვნებს, რომ მორჩილება იყო და დარჩება ქრისტეს მიბაძვად, ხოლო დაუმორჩილებლობა არის მიბაძვა ჩვენი ძველი მტრისა.