როგორც ღრუბელთა გროვა აბნელებს ჰაერს, წვიმის წამოსვლისთანავე კი ყველგან სიმშვიდე და სინათლე დაისადგურებს: ასევე მწუხარება, ვიდრე ჩვენს შიგნითაა, გონებას გვიბნელებს, ხოლო როცა ლოცვითი სიტყვებითა და ცრემლებით გარეთ გამოაღწევს, სულში...
იხილეთ სრულად
როგორც ღრუბელთა გროვა აბნელებს ჰაერს, წვიმის წამოსვლისთანავე კი ყველგან სიმშვიდე და სინათლე დაისადგურებს: ასევე მწუხარება, ვიდრე ჩვენს შიგნითაა, გონებას გვიბნელებს, ხოლო როცა ლოცვითი სიტყვებითა და ცრემლებით გარეთ გამოაღწევს, სულში უდიდეს სინათლეს დაავანებს. მაშინ ღვთაებრივი შეწევნა, როგორც ლამპარი, იგზავნება სულში.
არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი საერთოდ შეიძლება მწუხარებას ბორო...
იხილეთ სრულად
არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი საერთოდ შეიძლება მწუხარებას ბოროტება უწოდო) მეორეს უმატებენ.
თუ მწუხარე ხარ, იტირე ჯვარცმული მაცხოვრის წინაშე. როგორც ღრუბლებისა და ნისლის შემდეგ ნათლდება ზეცა, ასევე ტირილის შემდეგ შენი სული მადლმოსილი ნუგეშის ცისკრით განათლდება.
ზოგიერთი თავდაუზოგავად ცდილობს ადამიანური დახმარების მიღებას, ღმერთს კი არ იხსენებს. "ღმერთი ჩვენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩვენ ფრიად" (ფს. 45, 1).
უფალი ჩვენი - ყოვლისმცოდნეა: ამიტომ მას ესმის ყოველი ჩვენი ამოოხვრა, ხედავს ყოველ ჩვენს ცრემლს; ღმერთი ჩვენი - ყოვლისშემძლეა: ამიტომ, მას შეუძლია, დაგვიხსნას ყოველგვარი მტრისგან, თვით სიკვდილის ბრჭყალებისგანაც კი; ღმერთი ჩვენი - ყ...
იხილეთ სრულად
უფალი ჩვენი - ყოვლისმცოდნეა: ამიტომ მას ესმის ყოველი ჩვენი ამოოხვრა, ხედავს ყოველ ჩვენს ცრემლს; ღმერთი ჩვენი - ყოვლისშემძლეა: ამიტომ, მას შეუძლია, დაგვიხსნას ყოველგვარი მტრისგან, თვით სიკვდილის ბრჭყალებისგანაც კი; ღმერთი ჩვენი - ყოვლადსახიერია: ამიტომ, მას სურს, რომ ვტკბებოდეთ კეთილდღეობით ახლანდელ, მის მიერ მონიჭებულ ცხოვრებაში. ამგვარად, თუკი ყოველივე ამის მიუხედავად, რაიმე უბედურება გვთრგუნავს, ნიშნავს, რომ ის, ღვთის განგებით, ჩვენთვის სასარგე...