სულით ნუ დავეცემით, როცა რაიმე უბედურება დაგვატყდება, რაც არ უნდა იყოს ის, ეს - მსწრაფლწარმავალი ღრუბელია. რა მწუხარებაც არ უნდა დაასახელო, მას მაინც თავისი დასასრული აქვს და უბედურებასაც საზღვარი აქვს.
როგორ იქცევით ძლიერი ქარიშხლის დროს? - მოთმინებით უცდით მშვიდ და ნათელ ამინდს. ღვთის სიკეთე გიღვივებთ იმედს, რომ ჭექა-ქუხილის შემდეგ სასიამოვნო ამინდით დატკბებით. ასევე მოიქეცით, როცა ცილისწამება და ბოროტება გდევნიან: უდრტვინველად...
იხილეთ სრულად
როგორ იქცევით ძლიერი ქარიშხლის დროს? - მოთმინებით უცდით მშვიდ და ნათელ ამინდს. ღვთის სიკეთე გიღვივებთ იმედს, რომ ჭექა-ქუხილის შემდეგ სასიამოვნო ამინდით დატკბებით. ასევე მოიქეცით, როცა ცილისწამება და ბოროტება გდევნიან: უდრტვინველად გადაიტანეთ შეურაცხყოფა და დაელოდეთ წუთებს, როცა განგება სიხარულის ნათლით გაგაბრწყინებთ.
უბედურებებსა და განსაცდელებში, მწუხარებებსა და ავადმყოფობებში უნუგეშოდ ნუ იქნებით და მეტისმეტ დარდს ნუ მიეცემით. ამ შემთხვევაში ნურავის დაადანაშაულებთ და ნუ გაკადნიერდებით - განგებაზე დრტვინვით. მან იცის, რას აკეთებს, როცა ეკლიანი...
იხილეთ სრულად
უბედურებებსა და განსაცდელებში, მწუხარებებსა და ავადმყოფობებში უნუგეშოდ ნუ იქნებით და მეტისმეტ დარდს ნუ მიეცემით. ამ შემთხვევაში ნურავის დაადანაშაულებთ და ნუ გაკადნიერდებით - განგებაზე დრტვინვით. მან იცის, რას აკეთებს, როცა ეკლიანი გზით მიჰყავხართ: თქვენზეა დამოკიდებული, რომ იგი ვარდისფერად აქციოთ. მიენდეთ განგების წინამძღოლობას, სრულად და უსიტყვოდ დამორჩილდით ღვთის მტკიცე ხელს.
დააყენე თავი ტანჯვა-წამებაზე მაღლა და გწამდეს, რომ ღვთის ნებით, კურთხევად გადმოგეღვრება ის, რასაც მწუხარების ამოუწურავ წყაროდ თვლიდი; გწამდეს, რომ უბედურების ბნელი, ბობოქარი ღამე წყნარი და ნათელი დღის დასაწყისი იქნება.