მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
არაფერი ისე არ სათნოჰყოფს ადამიანს ღვთის წინაშე, როგორც - მოწყალება
გიყვარდეს ტკბილი სიამოვნება სხვების გაბედნიერებისა და ღატაკთა შეწევნისა, განსაკუთრებით კეთილთა და პატიოსანთა; ეს სიამოვნება სამოთხისეულთაგან ერთ-ერთია. თვით მაცხოვარმა ბრძანა: "ნეტარ არს მიცემა უფროის ვიდრე მოღებისა" (საქმ. 20, 35... იხილეთ სრულად
მიწაზე ქველმოქმედნო, ადიდეთ ზეციური ქველმოქმედი, რომელიც მოწყალების მადლს გიბოძებთ.
გაიღეთ მოწყალება ხილული მთხოვნელის მიმართ და გწამდეს უხილავი მიმღების
განა მოწყალების გაცემით შენი სიმდიდრე ამოიწურება? იგი არათუ არ ამოიწურება, არამედ - ზეციური მადლიც მიემატება.
მოწყალების გულუხვი გაცემით როდი კოტრდებიან და ღარიბდებიან მდიდრდები, არამედ იმისაგან, რომ ღარიბებისთვის მცირედიც ენანებათ, საკუთარი ვნებებისთვის კი არაფერი.
მოწყალების გაღებისას გაღატაკების ნუ გეშინია. ვინც ღმერთსა და ღატაკებს ემსახურება, იგი ღარიბი არასოდეს იქნება. "მოწყალე ხელი არ გაღატაკდება".