ეშმაკი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სულში, რომელმაც უარყო ლოცვასთან ნეტარი კავშირი, მიატოვა ლოცვა და დატოვებულ იქნა ლოცვისაგან, ვნებები მძვინვარე ნაკადით შეიჭრებიან და დატბორავენ. ასეთ სულზე ვნებები განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, განსაკუთრებულ სიმტკიცეს, დაიბ... იხილეთ სრულად
სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება.
როცა ეშმაკი ხედავს, რომ ვინმე გონიერად აღასრულებს ქრისტეს მცნებებს და ამაში წარმატებებს აღწევს, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა გაანადგუროს ყველა წიგნი, რომელშიც იესოს ლოცვაა და უკეთურ კაცთა მეშვეობით შეწყვიტოს გონიერ საქმეთა კეთება.
როგორც კი ადამიანი ლოცვად დგება, იწყება მისი ყურადღების მიზიდვა ყველა იმ სირთულისკენ, რასაც აწყდება ოჯახში თუ სამუშაოზე. ეს არის ეშმაკის არსებობის დამადასტურებელი. ლოცვა მას წვავს, ამიტომაც მას მთელი ძალით აღუდგება ხოლმე წინ... იხილეთ სრულად
მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი ცდილობენ, ადამიანს გონება გაუფანტონ, რომ ამაოდ ილოცონ; საბრალო ადამიანის გონებას მრავალ სხვადასხვა აზრს ახვევენ, რათა წარიტაცონ ნაყოფი ლ... იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც ვნებებს ემონება, ეშმაკს საკუთარ თავზე ძალაუფლებას ანიჭებს. მთელი შენი ვნებები სახეში მიახალე ეშმაკს, ეს უნდა ღმერთსაც, ეს თვით შენს პირად ინტერესებშია. ანუ მრისხანება, სიჯიუტე და მისი მსგავსი ვნებები მტრის წინააღ... იხილეთ სრულად
ეშმაკები ხშირად მცირე საქმეთაგან განგვაშორებენ, რომელთაგან სარგებელს მივიღებდით, და მძიმე და ჩვენს შესაძლებლობებს აღმატებულ საქმეთა აღსრულებას მოგვიწოდებენ.
არიან ეშმაკები, რომლებიც წმიდა წერილის განმარტებას გვასწავლიან; ამას უმეტესად მზვაობართა გულებში იქმან და უფრო კი ფილოსოფიით განსწავლულებში. პირველად სიმართლეს ასწავლიან, რათა თანდათან აცთუნონ და წვალებასა და გმობაში ჩააგდონ.