უფალს კაცთათვის უნდა მშვიდობა და სიხარული, თავისუფლება და სიცოცხლე, ხსნა და ბედნიერება. მაგრამ ვართ კი მზად ამ სიკეთეთა მისაღებად? ისევ და ისევ დგება საკითხი ორი ძალის - ღვთაებრივისა და ადამიანურის სინერგიის - გაერთიანების შესახებ...
იხილეთ სრულად
უფალს კაცთათვის უნდა მშვიდობა და სიხარული, თავისუფლება და სიცოცხლე, ხსნა და ბედნიერება. მაგრამ ვართ კი მზად ამ სიკეთეთა მისაღებად? ისევ და ისევ დგება საკითხი ორი ძალის - ღვთაებრივისა და ადამიანურის სინერგიის - გაერთიანების შესახებ. ამიტომ, ლოცვით უნდა ვთხოვოთ ღმერთს: "იყავნ ნება შენი".
სინანული არის შინაგანი რელიგიური განცდა. იგია აზროვნების ძირეული გარდაქმნა, სიკეთისაკენ ჩვენი ნებისყოფის მძაფრი შემობრუნება, განსხვავებული ქცევა, ფასეულობათა სრულიად ახალი აღქმა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შინაგანი სამყაროს ...
იხილეთ სრულად
სინანული არის შინაგანი რელიგიური განცდა. იგია აზროვნების ძირეული გარდაქმნა, სიკეთისაკენ ჩვენი ნებისყოფის მძაფრი შემობრუნება, განსხვავებული ქცევა, ფასეულობათა სრულიად ახალი აღქმა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შინაგანი სამყაროს ღრმა ჭვრეტით, ანუ თვითშემეცნებით მიიღწევა.
ურწმუნონი სულიერ სამყაროს ხშირად ილუზიებს უწოდებენ და სვამენ კითხვას: პრაქტიკულ შემოწმებას დაუქვემდებარებელი წარმოსახვითი სამყარო რატომ იმსახურებს ზოგიერთების არათუ რწმენას, არამედ პატივისცემასა და თაყვანისცემასო? ("ფილოსოფიური სა...
იხილეთ სრულად
ურწმუნონი სულიერ სამყაროს ხშირად ილუზიებს უწოდებენ და სვამენ კითხვას: პრაქტიკულ შემოწმებას დაუქვემდებარებელი წარმოსახვითი სამყარო რატომ იმსახურებს ზოგიერთების არათუ რწმენას, არამედ პატივისცემასა და თაყვანისცემასო? ("ფილოსოფიური საკითხები", 1987, მ.II, გვ.119).საზოგადოების ერთი ნაწილი კი რელიგიურობას მისაღებად თვლის მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებში ფსიქოლოგიურად დადებითი ემოციები სჭარბობს. მორწმუნენი შინაგანად დაცულნი და მშვიდნი არიან; მოქმედებ...
სრულყოფილებისკენ, პირველქმნილ უცოდველ ყოფასთან დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი. იგი გვიხმობს თითოეულ ჩვენგანს, გვიჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს, სურს გააღვივოს ჩვენში განწმენდის სურვილი, რომ სულით ამაღლებულებმა ვიცხოვროთ როგორც...
იხილეთ სრულად
სრულყოფილებისკენ, პირველქმნილ უცოდველ ყოფასთან დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი. იგი გვიხმობს თითოეულ ჩვენგანს, გვიჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს, სურს გააღვივოს ჩვენში განწმენდის სურვილი, რომ სულით ამაღლებულებმა ვიცხოვროთ როგორც საკუთარი თავის, ისე მოყვასის საკეთილდღეოდ.სრულყოფის კიბეზე ზესვლა გულისხმობს რაღაცის უარყოფას და რაღაცის შეძენას. მოციქულ პავლეს ჩამოთვლილი აქვს ადამიანური მძიმე ცოდვები ანუ "საქმენი ჴორცთანი", როგორც თვითონ უწოდებს მათ...
ქართული ენის უჩვეულობას იმთავითვე გრძნობდნენ მწერლები. ამიტომაც მრავალი ლექსი და საგალობელი უძღვნეს შესამკობად. მათ შორის გამორჩეულად ბრწყინავს საიდუმლოებით მოცული "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"; ნუ დავივიწყებთ, რომ ენას - ამ...
იხილეთ სრულად
ქართული ენის უჩვეულობას იმთავითვე გრძნობდნენ მწერლები. ამიტომაც მრავალი ლექსი და საგალობელი უძღვნეს შესამკობად. მათ შორის გამორჩეულად ბრწყინავს საიდუმლოებით მოცული "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"; ნუ დავივიწყებთ, რომ ენას - ამ ღვთივბოძებულ საგანძურს სასოებით დაცვა და გაფრთხილება უნდა, როგორც ერთ-ერთ საწინდარს ჩვენი ბედნიერებისა.
ადამიანმა ღვთის მადლი რომ მიიღოს, ჯერ შინაგანი მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ამიტომაც მიმართა პირველად აღდგომილმა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ასე: "მშვიდობა თქვენთანა!" ღვთაებრივი სიყვარულიდან მომდინარე ამ მშვიდობის გარეშე მოციქულთა გული...
იხილეთ სრულად
ადამიანმა ღვთის მადლი რომ მიიღოს, ჯერ შინაგანი მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ამიტომაც მიმართა პირველად აღდგომილმა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ასე: "მშვიდობა თქვენთანა!" ღვთაებრივი სიყვარულიდან მომდინარე ამ მშვიდობის გარეშე მოციქულთა გული სამუდამოდ დახშული იქნებოდა მარადიული ცხოვრების სიტყვათათვის. სულიერი სიმშვიდე უდიდესი წყალობაა ღვთისა. მასზეა დამოკიდებული გარეშე ყოფა: მშვიდობა ოჯახში, საზოგადოებაში, სახელმწიფოსა თუ მთელ სამყაროში.
დღეს ქალი მრავალმხრივადაა დატვირთული. ქალები მუშაობენ ფაბრიკებსა და ქარხნებში, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში; უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობები... რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა და...
იხილეთ სრულად
დღეს ქალი მრავალმხრივადაა დატვირთული. ქალები მუშაობენ ფაბრიკებსა და ქარხნებში, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში; უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობები...რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა მაინც ოჯახზე ზრუნვა და ფიქრია.